Psio Crew @ One Caucasus 2017 პშო კრევ @ One Caucasus 2017
Psio Crew - photo: Dobra Kobieta

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალის პირველი შემსრულებელი, მოწინავე პოლონური ბენდი, რომელიც ახერხებს პოლონური ხალხური  მთის მუსიკის თანამედროვე მელოდიასთან და ენერგიასთან შერწყმას - პშო კრევი!

One Caucasus 2017 წლის ფესტვალის განმავლობაში პშო კრევი იმუშავებს მუსიკოსებთან კავკასიიდან და მის მიღმა. ამ ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის პრემიერა One Caucasus-ის გახსნით საღამოზე ჩატარდება.

პშო კრევი დაარსდა 2004 წელს ბელსკო-ბიალაში, პოლონეთი. ის იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც ტრადიციულ მუსიკას ბარაბნისა და ბასის ელემენტები დაუმატა, ტრიპ ჰოპისა და დაბის საშუალებით ისინი ერთი ქვეყნის სცენიდან მეორეზე ინაცვლებენ და ქმნიან კავშირებს მთის სიმღერებსა და ბით ბოქსს შორის, რომელიც საბოლოოდ ჯგუფის დამახასიათებელი ელემენტი გახდა.

 

მათი სადებიუტო ალბომი 2007 წელს გამოვიდა და როგორც მის გარეკანზე დატანილი წარწერა გვეუბნება ის შექმნილია შემოქმედების საჭიროების გამო, ძველი და ახალი დროის მუსიკის თავის თავზე გამოცდის სიხარულით. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მუსიკას საზღვრები არ გააჩნია და შეუძლია გააერთიანოს მსმენელი.

პშო კრევმა მიიღო მონაწილეობა უამრავ საერთაშორისო ფესტივალზე, როგორიცაა: Siget Festival (ბუდაპეშტი, უნგრეთი), Fusion Festival (ლარცი, გერმანია), Open’er Festival (გდინია, პოლონეთი), Woodstock (კოსტრცინი, პოლონეთი), Terra Polska (ბერლინი, გერმანია), Colors of Ostrava (ოსტრავა, ჩეხეთი), Art&Craft Fair (იერუსალიმი, ისრაელი), Bul Bul Festival (ბაქო, აზერბაიჯანი), Porgy&Bess (ვენა, ავსტრია), Lotos Jazz Festival (ბელსკო-ბიალა, პოლონეთი) და  Polish Radio Concert Studio ვარშავაში.

 

2006 წელს მიიღო მაჟოვკა ტატრჩანსკას ჯილდო ზაკოპანეში, პოლონეთი და მე-3 ადგილი ნოვა ტრადუჟა ფესტივალზე, რომელიც პოლონური რადიოს მიერ იყო ორგანიზებული. 2007 წელს კი მიიღო ,,მაშინერის“ ჯილდო როგორც ყველაზე საინტერესო დებიუტმა და 2008 წელს პშო კრევი წარდგენილი იყო წლის ალბომის და ფონოგრაფიის ახალი სახის ნომინაციაზე.

2009 წელს ბენდმა მიიღო მონაწილეობა თბილისის არტზონას ფესტივალზე (ფესტივალი, რომელიც შევქმენით One Caucasus-ის კონცეფციამდე) და სწორედ, ასე დაიბადა გასაოცარი ვერსია მეგრული სიმღერისა ,,სისა“. პოლონურ-ქართულ-სენეგალური სიმღერა შეიქმნა ,, ჩვენებურებთან“ (საქართველო) თანამშრომლობით და 2010 წელს გამოიცა.

პშო კრევს უამრავი ალბომი აქვს გამოცემული. ამჟამად ისინი მუშაობენ ახალ ნაწარმოებებზე, რომელიც მათ მეორე ალბომში მოხვდება.

 

 

OneCaucasus Sponsors