* როგორც დამსწრე:

უბრალოდ შემოგვიერთდი - ისიამოვნე მუსიკით & სხვა აქტივობებით. ფესტივალზე დასწრება და ბანაკი თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.

 

* როგორც მუსიკოსი / ხელოვანი:

თუ მზად ხარ ითანამშრომლო ხელოვანებთან, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროების განსხვავებულ ჟანრებში - მოგვწერე ელ-ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ბმული (ვიდეო/აუდიო/ფოტო), სადაც შეგვიძლია ვნახოთ თქვენი შემოქმედების ნაწილი. არჩეული მუსიკოსები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით და საცხოვრებელი ადგილით.

 

* როგორც მოხალისე:

ყოველ წელს One Caucasus ორგანიზებას უკეთებს უნიკალურ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამას (2015 წელს 80 აპლიკაცია 15-ზე მეტი ქვეყნიდან). მოხალისეები ჩართულნი არიან One Caucasus-ის ქალაქის შენების პროცესში და აგრეთვე ახორციელებენ ვორქშოფებს ადგილობრივებისთვის. პროგრამა მოიცავს ვორქსოფებსა და ინიციატივებს შემდეგ აქტივობებში:

  • One Caucasus-ის ქალაქის დაგეგმარება - არქიტექტურული ვორქშოფები ქალაქის პროგრამირებისა და კონსტრუქცირებისთვის. ამ პროცესს უძღვება პროფესიონალი არქიტექტორი, რომელიც თანამშრომლობს გრძელვადიანი მოხალისეებით დაკომპლექტებულ საერთაშორისო გუნდთან და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან.
  • ვორქშოფები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის აზერბაიჯანული, სომხური და ქართული სოფლებიდან - ანიმაციის ხელოვნება - ანიმაციური ფილმების ვორქშოფების სერია ახალგაზრდებისთვის მარნეულის რეგიონიდან (ხელმძღვანელი ლუდ რენო - Lude Reno - საფრანგეთი). ინტერდისციპლინარული ვორქშოფები ლიტერატურის დარგში,  სახალისო კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილები და კიდევ ბევრი სხვა.
  • მრავალენოვანი ინფორმაცია და ფესტივალის სტიმულირების აქტივობები - რომელიც მოიცავს One Caucasus-ის ფესტივალის ყოველდღიური გაზეთის ბეჭვდას, პოსტერების/ფლაერების დამზადებას, რეკლამას სოციალურ ქსელში და ა.შ.

თუ გინდა გახდე მოხალისე One Caucasus-ის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამისა, ამისთვის უნდა დარეგისტრირდე 3 თვით ადრე ფესტივალამდე.

 

* როგორც NGO აქტივისტი - შეუერთდი არასამთავრობო ორგანიზაციების ზონას ფესტივალის განმავლობაში. გამოგვიგზავნე შენი ორგანიზაციის გეგმის აღწერა თუ რას გააკეთებთ ფესტივალისზე შემდეგ ელ-ფოსტაზე:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 21 აგვისტოს ჩათვლით.

 

Call for Musicians

 

ვიწვევთ მუსიკოსებს!

 

Call for Action

OneCaucasus Sponsors