One Caucasus არა მარტო ფესტივალი, არამედ გრძელვადიანი პროგრამაა სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ვაწყობთ ვორქშოფებს ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისათვის. განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ინტერდისციპლინარულ პროექტებზე, რომლებშიც ისინი მაქსიმალურად იქნებიან ჩართული (პრაქტიკული სწავლების მეთოდი).

ჩვენი განმანათლებლები მარნეულის რეგიონში ადგილობრივებთან ერთად ქმნიან ახალ ინიციატივებს. ზემოთ ხსენებული ვორქშოფები სამ მთავარ პროექტს მოიცავს:


მარნეულის არაფორმალური განათლების აკადემია (1-6 აგვისტო)



აკადემია აქტიურად მუშაობს ფესტივალის მთელი გამოცდილების გრძელვადიან, არაფორმალური განათლების პროგრამად გარდაქმნაზე და ეს პროგრამები უკვე მესამე წელია წარმატებით ხორ ციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. ფესტივალის პირველი ეტაპზე (1-6 აგვისტო) 17-მა ადგილობრივმა მასწავლებელმა გაიარა გადამზადება. ისინი ჩაერთნენ გამოცდილი ტრენერების ინტერაქტიულ ვორქშოფებში, გაეცნენ არაფორმალური განათლების მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურად შეუძლიათ სკოლაში. მეორე ეტაპი მოიცავს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ განმანათლებლებთან თანამშრომლობას და საკუთარი უნარების One Caucasus-ის ფარგლებში გამოცდას. ბოლო ნაბიჯი კი გულისხმობს არაფორმალური განათლების საკუთარი ინიციატივების წამოწყებასა და განხორციელებას.

ვორქშოფები და ექსპერიმენტები (11-28 აგვისტო): ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაოდ, განმანათლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდნენ არაფორმალური განათლების აკადემიის მონაწილე მასწავლებლებთან. რამდენიმე ინტერდისციპლინარული ვორქშოფის წყალობით მათ შეაგროვეს რეგიონში გავრცელებული ლეგენდები, თქმულებები, და საინტერესო ცნობები მარნეულზე. შედეგად შეიქმნება მრავალფეროვანი პროექტების სერია, რომელსაც ვიხილავთ One Caucasus-ზე.

 

ვორქშოპები ჩატარდება:

 

დამიაში:
პოლონელმა განმანათლებელმა ლუკასმა და  დამიელმა მასწავლებელმა არმანმა სპეკტაკლის მსგავსი წარმოდგენები დადგეს. ისინი ფოკუსირდნენ ადგილობრივი ბავშვების ოცნებებზე, ჩაიწერეს მათი უთქმელი სურვილები დაგააცოცხლეს ისინი. One Caucasus-ის მიმდინარეობისას ლუკასი განაგრძობს მუშაობას და იწვევს ბავშვებს წარმოდგენებში ჩასართველად.

ხოჯორნში:
ჩვენი განმანათლებლები, ანა და ორჰანი, თითქმის ყოველ დღეს ხოჯორნში ატარებენ. ხოჯორნი პატარა სოფელია სომხეთის საზღვართან ახლოს, ის თანდათან იცლება მოსახლეობისგან. ადილობრივ მოსახლეობას ისინი მასწავლებელმა მუსამ გააცნო. ანა და ორჰანი ადილობრივებთან (როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები) ერთად ქმნიან სოფლის ხმოვან რუკას, რომელიც მოიცავს აქ მაცხოვრებლების მოყოლილ ისტორიებს, სხვადასხვა აუდიო ჩანაწერს. ხმოვან რუკას ვიხილავთ ფესტივალზე.

შაუმიანში:
ხანსას, ლუდისა და ბადრის ვორქშოფი გაგრძელებაა ერთ-ერთი შარშანდელი პროექტისა, რომელიც ეხებოდა მიქაელ ჯოზეფ ჯეკსონიანს (მაიკლ ჯეკსონის შაუმიანელი ორეული). წელს მონაწილეებმა განავრცეს ეს ისტორია და შექმნეს მიქაელ ჯოზეფ ჯეკსონიანისადმი მიძღვნილი მემორიალი. ესაა ძალიან საინტერესო მონუმენტი, როგორც ბავშვების ფანტაზიის ნაყოფი.

წერაქვში:
წერაქვში მუშაობდნენ მატილდა და კრისტოფი. მათ თათიას, ვუსალასა და ესმირას (მასწავლებლები) დიდი დახმარებით შეაგროვეს ადგილობრივი ლეგენდები, ზრაპრები, ასევე ბავშვების გამოგონილი ისტორიები. მათ ერთად შექმნეს „წერაქვის კუნძულის“ ხელნაკეთი რუკა. რუკაზე ადგილების მაგივრად ისტორიები დაიტანება. ჩვენ მას ვიხილავ ინტერაქტიული ინსტალაციის სახით და შევძლებთ გავეცნოთ თითოეულ ამბავს.

მარნეული:
ვალენტინამ და ოქსანამ იმუშავეს მარნეულელ მასწავლებლებთან (მარი, ნანა, ლილი, ნონა) ერთად. მათ ბავშვებს სთხოვეს შეეთხზათ მოთხრობები, რომლებშიც თავიანთი თვალით დაანახებდნენ სხვებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მახასითებლებს. One Caucasus-ზე ისინი წარმოადგენენ მცირე თოჯინების თეატრს.

 

 




საგანმანათლებლო ინიციატივები (2016 წლის სექტემბერი - 2017 წლის მაისი)


მასწავლებლები, რომლებმაც პროექტში მიიღეს მონაწილეობა, განაგრძობენ ფესტივალის განმავლობაში შექმნილ მუშაობას თავიანთ სკოლებსა და სოფლებში, მარნეულის მთელ მუნიციპალიტეტში 2017 წლის მაისამდე. შედეგად One Caucasus გადაიქცევა მთელწლიან ინიციატივად, რომელიც უეჭველ და ცალსახა სასიკეთო გავლენას მოახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე One Caucasus 2015-ის ვორქშოფები:

სთორი-პური

რეგიონისა და ხალხის ისტორია იმალება ადგილობრივ სამზარეულოში. ჩვენ დავიწყეთ რეცეპტებისა და რეგიონში მაცხოვრებელი ოთხი ეთნიკური ჯგუფის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და საბერძნეთი) ისტორიის შეგროვება/აღდგენა.

 

Caucasus-ის ახალი ამბები + მულტფილმების შექმნის ვორქშოფი

წელს ბავშვები ჩაერთვებიან ინტერდისციპლინარული ფილმის შექმნის პროცესში. ფილმი იქნება ახალი ამბების იმიტაცია ბავშვების შესრულებით. სხვა სიტყვებით, ისინი იმუშავებენ ტელე-სადგურზე და შექმნიან საქუთარ ახალ ამბებს სხვადასხვა ტექნიკის მეშვეობით. ამ ვორქშოფის მიზანია აზერბაიჯანული, სომხური და ქართული სოფლების ბავშვების ერთად თავმოყრა.

შერეული გუნდები გაინაწილებენ შემდეგ მოვალეობებს: რესპოდენტი, ჟურნალისტი, ანიმატორი, ოპერატორი, ხმის რეჟისორი და სხვა.

 

კომპიუტერული პროგრამირება გართობით

ვორქშოფის მთავარი იდეაა ასწავლოს ბავშვებს, რომ პროგრამირება შეიძლება იყოს კრეატიული და სახალისო პროცესი თუ ვიმუშავებთ პროგრამა SCRATCH-ში. ბავშვები თავად ქმნიან საკუთარ კრეატიულ ისტორიებს, თამაშებს ან ანიმაციებს, რომელიც შეუძლიათ სხვებს მარტივად გაუზიარონ. ვორქშოფები საუკეთესო საშუალებაა ინოვაციური და ალგორითმული აზროვნების შესწავლისათვის, ანალიტიკური უნარების განვითარებისათვის, ასევე მათი შერწყმისა და ეფექტური გზით გამოყენებისათვის.

 

Children in Words

ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივ ბავშვებთან. განვიხილავთ ლიტერატურას და მივცემთ მათ სტიმულს დაწერონ საკუთარი მოთხრობები.


Let’s English It

ამ ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან ინგლისურს მხიარულ გარემოში, ისწავლიან ინგლისურ სიმღერებს. გარდა ამისა სიმღერები ბავშვს მეტად თავდაჯერებულს ხდის და აძლევს სტიმულს უკეთ შეისწავლოს ენა.

რა არის კომუნიკაცია? როგორ ვეკონტაქტოთ უცხოებს?

წელს ჩვენმა გრძელვადიანმა მოხალისეებმა, ნაილა ჰუსეინლიმ და ირაკლი მიქიანმა ჩართეს აზერბაიჯანელი მოზარდები კომუნიკაციის ვორქშოპში. მასტერკლასს ეწოდება „რა არის კომუნიკაცია? როგორ ვეკონტაქტოთ უცხოებს?“ ვორქშოფის მთავარი მიზანია კომუნიკაციის ფორმების, ასევე სხვა ქვეყნების კულტურული ნორმებისა და ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიღება, კომუნიკაციისა და დისკუსიის უნარების გაღრმავება, გრძნობების გამოხატვის წახალისება და თანაგრძნობის გაღრმავება.

გარდა ამ ყველაფრისა ბევრად მეტი არაორდინალური ვორქშოფი გელით თქვენ და თქვენს ოჯახს ფესტივალის განმავლობაში. ნუ იყოყმანებ, შემოგვიერთდი წერაქვში ერთიანი კავკასიისთვის!