მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალის პირველი შემსრულებელი, მოწინავე პოლონური ბენდი, რომელიც ახერხებს პოლონური ხალხური  მთის მუსიკის თანამედროვე მელოდიასთან და ენერგიასთან შერწყმას - პშო კრევი!

One Caucasus 2017 წლის ფესტვალის განმავლობაში პშო კრევი იმუშავებს მუსიკოსებთან კავკასიიდან და მის მიღმა. ამ ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის პრემიერა One Caucasus-ის გახსნით საღამოზე ჩატარდება.

პშო კრევი დაარსდა 2004 წელს ბელსკო-ბიალაში, პოლონეთი. ის იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც ტრადიციულ მუსიკას ბარაბნისა და ბასის ელემენტები დაუმატა, ტრიპ ჰოპისა და დაბის საშუალებით ისინი ერთი ქვეყნის სცენიდან მეორეზე ინაცვლებენ და ქმნიან კავშირებს მთის სიმღერებსა და ბით ბოქსს შორის, რომელიც საბოლოოდ ჯგუფის დამახასიათებელი ელემენტი გახდა.

სადაც არ უნდა იყოთ - შემოუერთდით ფესტივალს OneCaucasus/ერთიანი კავკასია 2019 !  22-25 აგვისტო, საქართველო, წერაქვი!

 

ავტომობილი:

თუ წერაქვში, გსურთ, ავტომობილით მისვლა, მაშინ უნდა გაიაროთ მარნეული - სადახლოს გზა (თბილისი-ერევანის მარშრუტი).

თუ მობრძანდებით თბილისიდან, უნდა გადაუხვიოთ მარჯვნივ შულავერში. წერაქვი მდებარეობს თბილისიდან 72 კმ-ის დაშორებით (1.5 სთ მანქანით).

თუკი მოემართებით სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან (წითელი ხიდის გავლით) უნდა გადაუხვიოთ მარჯვნივ შულავერში. შულავერისა და რამდენიმე სოფლის გავლის შემდეგ მიადგებით წერაქვს, რომელიც სოფელი სიონის შემდეგაა. წერაქვში შემოსვლისთანავე დაინახავთ საკარვე ადგილს გზის მარჯვენა მხარეს.

გვერდი 3 სულ 3