Huntertones (USA) at One Caucasus 2016
Huntertones (USA) at One Caucasus 2016

გამოცდილება, რომელიც „ტრანსკაუკასიამ“, „არტზონამ“ და „ერთიანმა კავკასიამ“ შეგვძინა, გვკარნახობს, რომ კონცერტების ჩატარება დიდებული მუსიკოსების მონაწილეობით ძალიან კარგია, თუმცა ბევრად მაგარია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც პროფესიონალი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურიდან და ჟანრებიდან მუშაობენ ერთად. ასეთ პროექტებს ჩვენ დიდი ხანია ვაკეთებთ, ხოლო მათი ნაწილი შევაგროვეთ მუსიკალურ ალბომში "Caucasus+. Collection vol.#1: Georgia+" (ეს ალბომი გახლავთ არაჩვეულებრივი რეზულტატი მუსიკოსების (რომლებიც საქართველოდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, იამაიკიდან და სხვა ქვეყნებიდან გახლდნენ) ზემოთ ნახსენები პრინციპით თანამშრომლობისა. ალბომი ხელმისაწვდომი იქნება One Caucasus ფესტივალზე, სოფელ წერაქვში.

თუ გსურთ ჩაერთოთ ამ შთამაგონებელ მუსიკალურ თავგადასავალში და იმუშაოთ კავკასიელ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონიდან ჩამოსულ საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად - დარეგისტრირდით ჩვენი ამ მოწვევისთვის.

ამ წელს თქვენთვის განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს! შერჩეული მუსიკოსები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ამ მოწვევისთვის და შექმნიან ყველაზე შთამაგონებელ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებს One Caucasus-ზე საქართველოში - მივიწვევთ ვარშავაში (პოლონეთი) „ტრანსკაუკასიას“ საერთაშორისო 2017 წლის ფესტივალზე სექტემბრის ბოლოს (ორგანიზატორები დაფარავენ პოლონეთში მგზავრობის ყველა საფასურს).

გამოგვიგზავნეთ:

  • მაქსიმუმ 3 - თქვენი მუსიკის ბმულები (მაგ: Soundcloud)  / მუსიკალური ვიდეოები (მაგ: YouTube) 
  • 1 მაღალხარისხიანი სურათი თქვენი ბენდისა / ან თქვენი
  • ბიოგრაფია თქვენი ბენდისა / ან თქვენი
  • დეტალური რაიდერი

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე music(at)onecaucasus.org არაუგვიანეს 19 ივნისისა (23:59)

მოქმედების გეგმა:

  • 19 ივნისი, 23:59  - მუსიკოსების მოწვევის ბოლო ვადა
  • ივნისის ბოლო - ინდივიდუალური საუბრები არჩეულ მუსიკოსებთან/ბენდებთან
  • 21-23 აგვისტო - პირველი ვორქშოპის დასაწყისი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან ერთად სოფელ წერაქვში
  • 24-27 აგვისტო - One Caucasus ფესტივალი - ოთხ დღიანი open-air კონცერტები, მუსიკალური ვორქშოპები და სხვა ინტერდისციპლინარული პროექტები სოფელ წერაქვში, მარნეულის რაიონი, საქართველო

იხილეთ რამდენიმე საერთაშორისო მუსიკალური ვორქშოპი რომელიც დაიწყო ჩვენს პროექტებზე:

 

Clive Brown და Shenikah Singers (იამაიკა/ბრიტანეთი) + Warsaw Horns (პოლონეთი) - "ტრანსკაუკასია" 2014, ვარშავა:

33ა (საქართველო) + Vołosi (პოლონეთი) - თბილისი, 2011: