Check the story behind the CAUCASUS+ album in the link attached

 

ჩვენმა გამოცდილებამ, რომელიც მივიღეთ ფესტივალებიდან: ტრანსკვასკასია, არტ-ზონა და ერთიანი კავკასია; გვჩვენა, რომ დიადი მუსიკოსების კონცერტების კეთება არაჩვეულებრივია, თუმცა გაცილებით უკეთესია შექმნა სივრცე, სადაც ერთად იმუშავებენ პროფესიონალი მუსიკოსები, რომლებიც არიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ჟანრის წარმომადგენლები. ზოგიერთი ასეთი კოლაბორაციული პროექტი შევაგროვეთ ალბომზე: music album "Caucasus+. Collection vol.#1: Georgia+" ეს გახლავთ ქართველი, პოლონელი, სენეგალელი და იამაიკელი მუსიკოსების შეხვედრის გასაოცარი შდეგი!  ალბომი ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალზე "ერთიანი კავკასია".

  თუ გინდა შეუერთდე შთამაგონებელ მუსიკალურ თავგადასავალს და იმუშავო  საუკეთესო მუსიკოსებთან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - მიიღე ჩვენი მოწვევა! ყველა შერჩეულ მუსიკოსთან გვექნება პირადი გასაუბრება, კონცერტის დეტალებთან დაკავშირებით.

ერთიანი კავკასია კოვიდ-19-ის კონტექსტში

 გლობალური პანდემიის ამ კრიზისულ სიტუაციაში, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, შევხვდებით თუ არა პირადად. ასე რომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რა ფორმატით მოგვიწევს ფესტივალის ჩატარება; სოფელ წერაქვში თუ ონლაინ.  რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ გავაგძელებთ ერთიანი კავკასიის წლევანდელ პროგრამასა და ფესტივალს. ივნისში ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმატით ჩატარდება "ერთიანი კავკასია 2020".
   ამჯერად ვეძებთ მუსიკოსებსა და ბენდებს რომლებისთვისც მისაღები იქნება ორივე ვარიანტი: 1) გამოვიდნენ "ერთიანი კავკასიის" სცენაზე, სოფელ წერაქვში. 2) მიიღონ მონაწილეობა ინტერნაციონალურ, ინტერ-ჟანრობრივ მუსიკალურ პროექტებში ონლაინ, რომლებიც ჩაიწერება ხმისჩამწერ სტუდიებში; იმ ქალაქებში, სადაც მონაწილეები ცხოვრობენ.

აპლიკაციის ფორმა შეავსეთ აქ

(მოგვაწოდეთ მცირეოდენი ინფორმაცია: თქვენს შესახებ, თქვენი მუსიკის ლინკები, თქვენი ან თქვენი ბენდის მაღალი გარჩევადობის ფოტო-სურათი და ა.შ.)

ფესტივალის საბოლოო ფორმატზე დამოკიდებული მოკლე სამოქმედო გეგმა:

  • 10ივნისი 23:59 - მუსიკოსების მოწვევის ბოლო ვადა.
  • ივნისის ბოლოს - ინდივიდუალური გასაუბრება შერჩეულ მუსიკოსებთან და ბენდებთან. 
  • იმ შემთხვევაში თუ ფესტივალი სოფელ წერაქვში ჩატარდება:
    • 20-21 აგვისტო - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსების ვორქშოპების დასაწყისი სოფ. წერაქვში.
    • 27-30 აგვისტო - ფესტივალი ერთიანი კავკასია - კონცერტების, მუსიკალური ვორქშოპებისა და სხვა ინტერდისციპლინარული პროექტების ოთხი დღე წერაქვში.  
  • მუსიკალური ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში გადატანის შემთხვევაში, კონტაქტში დავრჩებით  შერჩეულ მუსიკოსებთან. 

თუ შეგექმნათ რაიმე სირთულე, მოწვევის ფორმის შევსებისას, ან გაგაჩნიათ რაიმე დამატებითი კითხვები, გთხოვთ მოგვმართოთ: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

პროექტი "ერთი ევროპა ერთი კავკასია" თანადაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის - შემოქმედებითი ევროპისა და პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.