საერთაშორისო მოხალისეების პროგრამის მე-7 მოწვევა. One Caucasus უდავოდ ყველაზე შთამაგონებელი ფესტივალია მთელს კავკასიის რეგიონში.

One Caucasus ფესტივალის შესახებ
One Caucasus ფესტივალი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ახალგაზრდები მთელი კავკასიის რეგიონიდან ხვდებიან, არამედ ეს არის ნამდვილი პლატფორმა ერთობლივი მუშაობისა კონფლიქტური ხაზებიდან - არქიტექტურასა და მშენებლობლობაში, განათლებაში, მუსიკაში, ხელოვნებისა და სხვა დისციპლინებში. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე დიდი და ძვირი მოვლენა. ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი, პროფესიონალური უნარები და წარმოსახვა, რომ შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და ინკლუზიური ფესტივალი. ქვემო ქართლის რეგიონში, საქართველოს მასშტაბით, One Caucasus ფესტივალმა შედეგად მიიღო ათეულობით ფილმი, ანიმაცია, მოთხრობა და ინტერდისციპლინარული აქტივობები, რომლებიც შეიქმნა 1000-ზე მეტი ბავშვის მხრიდან, სომხური, აზერბაიჯანული და ქართული სოფლებიდან. ეს არის ასევე ადგილი, სადაც 32 ახალ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტს ჰქონდა პრემიერა. ერთმა კავკასიამ ასევე წამოიწყო კავკასიაში პირველად მონაწილეობითი ბიუჯეტი. ჩვენი მუშაობის მრავალმხრივი შედეგი შეგიძლიათ ნახოთ  www.youtube.com/OneCaucasus არხზე.

One Caucasus ფესტივალი COVID-19-ის კონტექსტში
გლობალური პანდემიის ამ კრიზისულ ვითარებაში - ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, პირადად შევხვდებით თუ არა, აგვისტოში ადგილზე წერაქვში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რა ვითარებაც არ უნდა  იყოს - ჩვენ წელს ვაპირებთ პროგრამის და ფესტივალის ერთი კავკასიის გაგრძელებას. ჩვენი სამუშაოები მოიცავს კრეატიულ განათლებას, ინტერდისციპლინარულ და მულტიმედიურ ხელოვნებას, მონაწილეობით არქიტექტურას, მრავალენოვან პოპულარიზაციასა და გაცნობას, კვლევასა და დოკუმენტაციას, სამზარეულოსა და ლოჯისტიკას - და ბოლოს: ინტერ-ჟანრულ და საერთაშორისო მუსიკას. ყოველწლიურად, თითოეულ ზემოთჩამოთვლილ სფეროში, ჩვენ ვმუშაობდით ადგილზე საქართველოში, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ ონლაინ რეჟიმში.

ივნისში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ფორმატით გაიმართება ერთი კავკასია 2020 –  მაგრამ მაშინაც კი, თუ ჩვენ დაგვჭირდება  გადავტანოთ ერთი კავკასიის მთელი აქტივობები ონლაინ, ჩვენ გარწმუნებთ, რომ ფესტივალი ორიენტირებული იქნება ერთი კავკასიის სახლის ადგილობრივ კონტექსტზე - მარნეულისა და ქვემო-ქართლის რეგიონზე.

ასე რომ, ამჯერად გვინდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც არამარტო ჩვენთან ერთად იმუშავებენ  წერაქვში, არამედ ისეთებიც, რომელთაც სურთ თავიანთი ნიჭის გაზიარება საერთაშორისო, ონლაინ სამუშაო ჯგუფებში.

მოხალისეები ქმნიან გუნდებს, რომლებიც ამ ფესტივალს უნიკალურ მოვლენად აქცევს. ერთი კავკასია ისევ 5 გუნდს უმასპინძლებს:

1. ვორქშოპის გუნდი (განათლება და ხელოვნება)
2. მონაწილეობითი არქიტექტურისა და მშენებლობის გუნდი
3. ფესტივალის ინფორმაციის, პოპულარიზაციისა და დოკუმენტაციის გუნდი
4. სამზარეულო ერთი კავკასიის გუნდისთვის
5. ლოჯისტიკისა და ორგანიზაციის დამხმარე გუნდი

ამ ფორმის შევსებით, თქვენ გაქვთ შანსი შეუერთდეთ ერთი – ერთი ყველაზე შთამაგონებელი მოხალისეების საერთაშორისო გუნდს.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 31 მაისი, 23:59 GMT, 2020 წ

თუ ადგილზე შევხვდებით - თბილისში 11 აგვისტოს შევიკრიბებით და ერთად გავემგზავრებით წერაქვში. მთავარი ფესტივალის დღეები დაგეგმილია 27-30 აგვისტოს ჩათვლით.

რესურსები:

 

 

The project "One Europe One Caucasus" is co-financed by the Creative Europe Program of the European Union and the Ministry of Culture and National Heritage of the Republic of Poland.