ჩვენ ერთნი ვართ! ერთიანი კავკასიის ოჯახი, სალამს ვუძღვნით ჩვენს მეგობრებს ქვემო ქართლში. მარნეულის, ბოლნისის და ყველა ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლები, უკვე 6 წელზე მეტია,  ფესტივალის თანაშემქმნელები და მხარდამჭერნი არიან.

ეს ვიდეორგოლი წარმოადგენს სოლიდარობის გზავნილს, მარნეულში და ბოლნისში მცხოვრები ადამიანების მიმართ. ამ მუნიციპალიტეტების  მოქალაქეები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, კოვიდ-19ის სწრაფი გავრცელების გამო. არ შეგვეძლო შეუმჩნეველი დაგვრჩენოდა 6 წლის მანძილზე, მათ მიერ შეტანილი წვლილი ჩვენს ფესტივალსა და საგანმანათლებლო პროგრამებში.  54-მა ადამიანმა 19 ენაზე 24 ქალაქში, 17 ქვეყანაში ჩაწერა ეს რგოლი.  იხილეთ ამ ქვეყნებისა და ენების ჩამონათვალი:

17 ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ესტონეთი, საქართველო, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ტუნისი, ამერიკის შეერთებული შტატები.

19 ენა: არაბული, სომხური, აზერბაიჯანული, ბულგარული, ჩეხური, ინგლისური, ფრანგული, ქართული, ბერძნული, გერმანული, კრეოლე, ნეპალური, სპარსული, პოლონური, პორტუგალიური, რუსული, სუაჰილი, უკრაინული, უოლოფი.

ვიდეორგოლი შექმნილია ერთიანი კავკასიის  გუნდის მიერ: აგნეშკა კაჩმარეკი, ვიტოლდ ჰებანოვსკი, ლუდ რენო და ირაკლი მიქიანი. რედაქტირებულია ლუდ რენოს მიერ. განსაკუთრებული წვლილი და თარგმანი: ანუშ არზუმანიანი, მიკოლა ჰუმენიუკი, ელენე ბაბაკიშვილი, პარვინ გაფარი, გაიანე შაჰინიანი, უღურ გიასი, ნინო კურტანიძე.

♫ © 03:27 #TSUGordela (Georgia) and #PacoSarr (Senegal/Poland) - "Perxuli" ♫ Ross Bugden - Parallel [Copyright Free] - YouTube 

#OneCaucasus #Solidarity #Marneuli #Bolnisi