Orkhan Efendi  (Azerbaijan)
Orkhan Efendi (Azerbaijan)

მოდით გადავხედოთ "One Caucasus" ფესტივალის 2019 წლის კიდევ ერთ ბენდს - Orkhan Efendi (აზერბაიჯანი)

Orkhan Efendi არის მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც ქმნის მუსიკას, ძირითადად ბლუზის ჟანრში როკ-ენ-როლთან ერთად, ასევე ქმნის დივერსიფიცირებული ჟანრების კომბინაციას მათთან. იგი დიდი ხანია წერს მუსიკას და გამოდის სცენაზე მსმენელთა წინაშე (ძირითადად, 2014 წლიდან).

ორხანი უკრავს გიტარაზე, ბასსა და ფორტეპიანოზე, ასევე კარგად ფლობს დასარტყამ ინსტრუმენტებს. უფრო მეტიც, იგი თავისი სიმღერების ყველა ნაწილს თავად წერს.

 

Efendi 2014 წელს მსმენელთა წინაშე წარსდგა თავისი პირველი ორიგინალური სიმღერით "Frustration" , ბლუზ-როკის კომპოზიციით, სადაც ის მიდის თვითკრიტიკამდე, დეპრესიასა და ეჭვიანობამდე. ორიოდე თვის შემდეგ მან შექმნა როკ-ბალადა სახელწოდებით "Idolized", რამაც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მსმენელთაგან ყველაზე მეტი ყურადღება და დაფასება დაიმსახურა. სიმღერა მოგვითხრობს საყვარელი ადამიანის მიერ სიყვარულის სახელით მიყენებულ ზიანზე.

მისი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მელოდია "Belle Nightmare". ის მუდმივად ქმნის და იპყრობს ახალი მსმენელის გულებს თავისი კომპოზიციებით.

ის ამჟამად მუშაობს ახალი მუსიკის შექმნაზე და ატარებს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციებზე.

 

 

შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

 

OneCaucasus Sponsors