Nemra (Armenia)
Nemra (Armenia)

Nemra (სომხეთი) One Caucasus-ს ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. Nemra წელს უკვე მეორედ წარსდგება One Caucasus ფესტივალის სცენაზე (ფესტივალზე მათი დებიუტი 2018 წელს შედგა)

NEMRA არის პლანეტა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, სძულთ ან უყვართ ერთმანეთი, გამოხატავენ თავიან ემოციებსა და ასევე შეიგრძნობენ მათ მუსიკის მეშვეობით. სახელი NEMRA უკავშირდება სახელ არმენს (Armen) - სომეხთა საერთაშორისო სახელიდან გამომდინარე. NEMRA - ს მუსიკა მოგვითხრობს ცხოვრების შესახებ, ცხოვრების არსისა და კონცეფციის შესახებ, მსოფლიოში არსებული პოზიტიური და ნეგატიური ფენომენის შესახებ, მსოფლიო მშვიდობოსა და სიყვარულის შესახებ. მათი მუსიკალური ისტორია დაიწყო შემთხვევით დაწერილი სიმღერების მეშვეობით. 2011 წელს ახალგაზრდა ენთუზიამით განწყობილმა ახალგაზრდებმა შექმნეს მუსიკალური ბენდი და ერთი წლის თავზე საერთო ოცნება იქცა NEMRA-ად. ბენდის წევრები არიან: Van Eghiazaryan, VaspurEghiazaryan, Marianna Karakeyan, Marek Zaborski.

 

 

გთავაზობთ ინტერვიუს Nemra-ს  2018 წლის One Caucasus ფესტივალიდან.

One Caucasus: რამდენად მარტივი იყო მსოფლიო მუსიკის ისტორიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება?

Nemra: გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენ ვერც კი გავაანალიზეთ როგორ გავხდით ამ დიდი ოჯახის ნაწილნი. პირველივე დღიდან ჩვენ ვემსახურებით საქმეს, რომელიც გვიყვარს, ვაკეთებთ იმას, რასაც ნამდვილად მოაქვს სიამოვნება ჩვენს სამყაროში და მრავალი ადამიანის ცხოვრებშიც. ჩვენ მოხარულებით ჩვენი მცირედი წვლილის შემოტანით თქვენს განწყობაში.

One Caucasus: თუ გახსენდებათ რაიმე სასაცილო შემთხვევა, რომელიც თქვენს პირველ მუსიკალურ ღონისძიებას უკავშირდება?

Nemra:  ბენდის კარიერის დასაწყისში მრავალი ასეთი შემთხვევა გვქონდა. მათი უმრავლესობა უკავშირდება ვანს. (Van) ერთ დღეს, ჩვენი რეპეტიციის შემდეგ, ძლივს გადაურჩა ავტოავარიას, ერთხელ მწერიც კი გადაყლაპა სიმღერის დროს.

One Caucasus: ვინმეს თუ ჰქონია ზეგავლენა თქვენს მუსიკალურ სტილსა და გემოვნებაზე?

Nemra: თითოეული ჩვენგანს საკუთარი მუსიკალური სტილი და გემოვნება გვაქვს. Van, Vaspur, Marianna-მა შექმნეს ბენდის ზირითადი მუსიკალური სტილი, Marek-ი სწორედ მაშინ შემოგვიერთდა, როდესაც ბენდს უკვე ნაპოვნი ჰქონდა საკუთარი მუსიკალური სტილი და გემოვნება. ბენდმა ერთად დავხვეწეთ ჩვენი შემოქმედება, გავხადეთ ნათელი და გასაგები, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე სამომავლოდ. ვდილობთ, არ მივეჯაჭვოთ ერთ მიმართულებას, და თუკი შეადარებთ ჩვენს პირველად მუსიკას იმ მელოდიას, რომელსაც ახლა ვქმნით, მრავალ ცვლილებას დაინახავთ. ესაა ცვლილებაგანცდილი მუსიკა, მაგრამ ერთი და იგივე ხალხის მიერ შესრულებული.

One Caucasus: როგორია თქვენი მუსიკალური სტილი ახლა?

Nemra: დაზუსტებით ვერ ვიტყვით რომელია ჩვენი მუსიკალური მიმდინარეობა ან სტილი. ზოგი მას ალტერნატიულ როკსაც კი უწოდებს. როდესაც ვქმნით ახალ მუსიკას და წარვადგენთ მას მსმენელთა წინაშე, ჩვენ მსმენელებს ვუზიარებთ ნამდვილ, რეალურ ემოციებს, ამ დროს ეს ემოციებია მთავარი, სხვა დანარჩენი კი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

One Caucasus: რას მოელით One Caucasus ფესტივალში მონაწილეობით?

Nemra: ჩვენ მრავალ ფესტივალში მიგვიღია მონაწილეობა. მათი უმრავლესობა იყო სომხეთში, მაგალითად ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო ფესტივალი რაც გვახსენდება „Voice of Nomads“ Ulan-Ude-ში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბენდებთან ერთად შევასრულეთ სხვადასხვა კომპოზიციები. ძალიან საინტერესო იყო განსხვავებულ კულტურასთან ზიარება. იგივე შეგვიძლია ვთქვა One Caucasus-ის შესახებ. იგი უნიკალური შესაძლებლობაა გავეცნოთ სხვადასხვა ჟანრისა და ქვეყნის მუსიკას. ჩვენთვის ახალი გამოწვევაა ვიყოთ წარმოდგენილი აზერბაიჯანულ ბენდთან ერთად ფესტივალზე და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ხელოვნებასა და მუსიკას არ აქვს საზღვრები და შეზღუდვები. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ფესტივალის ფარგლებში, და პოლიტიკური სიტუაცია ან თუნდაც პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნებს შორის ერების ბრალი ნამდვილად არ არის. ზოგადად, როდესაც ჩვენ ხალხი გავაანალიზებთ, რომ ვართ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები, გაცილებით მეტად ექნებათ მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილი.

One Caucasus: ოდესმე თუ გითანამშრომლიათ რომელიმე აზერბაიჯანულ ბენდთან? და თუ გითანამშრომლიათ როგორი სახის თანამშრომლობა და გამოცდილება იყო აღნიშნული?

Nemra: ჩვენ არასოდეს გვითანამშრომლია აზერბაიჯანულ მუსიკალურ ბენდთან, რადგან არასოდეს გვიფიქრია ასეთ თანამშრომლობაზე. ჩვენ გვყავს აზერბაიჯანელი ფანები და მოხარულები ვართ, რომ იქ არის ხალხი, რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას ქვეყნებს შორის გაჩენილ ბზარსა და კონფლიქტს. ზოგადად, მსოფლიოში არ არსებობს ცუდი ერის დეფინიცია, უბრალოდ არსებობს ცუდი პოლიტიკური თამაში.

One Caucasus: მზად თუ ხართ წლევანდელი One Caucasus ფესტივალის გამოწვევებისათვის?

Nemra: რა თქმა უნდა, მზად ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნებას არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა და ეს ფაქტი არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ვინმეს ან რაიმეს მიმართ. თუ პიროვნება ჩვენს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საიდან არის ის წარმოშობით. იგივეა მუსიკალურ მიმართულებაშიც, თუ ჩვენ მუსიკა გვაერთიანებს და გვაქვს მსგავსი მუსიკალური გემოვნება ან იდეები ერთად მუშაობის, ეროვნებას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს.


 

შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

 

OneCaucasus Sponsors