Tchale (France/Togo)
Tchale (France/Togo)

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ Tchalé (საფრანგეთი / ტოგო) - One Caucasus  2019 წლის ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ჯგუფი.

ჯგუფი ასრულებს უნივერსალურ აფრო-ბლუსს (აფრიკული ბლუზი) - მუსიკას, რომელიც აღგვაფრთოვანებს, გვიყოლიებს თავის მელოდიებზე და ჩვენს შინაგან სამყაროს ეხმიანება. ჯგუფის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი - Tchalé - ქარის შვილია, რომელიც აფორიაქებს თავის მსმენელებსა და მოგზაურებს დასავლეთი აფრიკიდან ევროპის ჩათვლით, ამ ორ დიდ კონტინენტს, რომელთა შორისაც ჯგუფი ავრცელებს თავის მუსიკასა და შემოქმედებას.

Tchale აღმოცენდა იმ სამყაროში, სადაც მუსიკისა და ენის მრავალფეროვნება და გამოცდილება ყოველდღიურად მზარდია. ბენინი, ტოგო, დასავლეთ აფრიკა -  ოჯახურ ღონისძიებებში, ქუჩებში, სკოლებსა და ეკლესიებში, სადაც მუსიკა იდგავს ფესვებს.

Tchale-ის მელოდიებსა და სიმღერებში ჩანს სიყვარული სიცოცხლისადმი, ხალხისა და სამყაროს მიმართ.

Tchale-ის თითოეული მუსიკოსი არის გამორჩეულად უნიკალური თავისი პირადული მუსიკალური გამოხატვითა და მუსიკალური ვნებით, რომლებსაც საზღვრები არ გააჩნია.

 



შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

 

OneCaucasus Sponsors