ALLIANPLACE (Armenia)
ALLIANPLACE (Armenia)

 

მოხარულები ვართ წარვადგინოთ ჩვენი შემდეგი მუსიკალური ჯგუფი Allianplace სომხეთიდან, რომელიც წარსდგება One Caucasus 2019 წლის ფესტივალზე.

ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მუსიკალურმა ბენდმა შექმნა მუსიკა რამდენიმე ჟანრის მიმართულებით მათ შორის პოპ-მუსიკაში, ინდური როკისა და პოპ-როკის ჟანრში. ჯგუფი შეიქმნა 2018 წელს, რომელიც მიზნად ისახავს თავისი მუსიკის პოპულარიზაციას ორიგინალური და სულისჩამწვდომი მელოდიების შექმნის გზით, რაც საშუალებას აძლევს ხელოვანს გამოხატოს ყველა სახის ემოცია.

"ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა ეხმიანებოდეს თითოეულ ადამიანს, იყოს გასაგები, მგრძნობიარე და მისაღები მათთვის. გვსურს, ჩვენი მუსიკით ვთქვათ ჩვენი სიტყვა და შევქმნათ განწყობა, რომლებსაც ყოველდღიურად შეიგრძნობენ ადამიანები" - აღნიშნავენ ჯგუფის წევრები.

ბენდი მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში, როგორიცაა სევანის მუსიკის ფესტივალი და როკ-მუსიკის ფესტივალი. ცოცხალი შესრულება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და რჩება ბენდის ამოსავალ წერტილად. აღნიშნული მათ დაეხმარა სწრაფად მოეპოვებინა დასაყრდენი საზოგადოებაში და გაეზარდა მხარდამჭერები. ჯგუფის ძირითადი დებიუტი გახდა ჩანაწერი " What's Going ON“ („რა ხდება").

წარსული წლების მანძილზე, ბენდმა შექმნა სათავგადასავლო და მგრძნობიარე მუსიკის მიმდინარეობა, რომელიც მუდმივ ჟანრად დარჩა Allianplace - ის სამუსიკო მოღვაწეობაში.

ამიტომ, არ გამოტოვოთ ამ ნიჭიერი ადამიანების ცოცხალი შესრულება და გვესტუმრეთ წერაქვში 2019 წლის One Caucasus ფესტივალზე!

 

 

 


შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.