Dihaj - Azerbaijan
Dihaj - Azerbaijan

სიამაყით წარმოგიდგენთ One Caucasus 2019-ის კიდევ ერთ მთავარ შემსრულებელს Dihaj-ს, რომელიც წელს ჩვენს ფესტივალში უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას!

Dihaj ელექტრონული მუსიკის კოლექტივია ბაქოდან (აზერბაიჯანი), რომელიც 2014 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მას წარმოადგენდა ერთი ადამიანი, მოგვიანებით კი Dihaj გაფართოვდა და ბენდს დაემატა ანარი (გიტარა) და ალი (დასარტყამი, პერკუსია).

-„ჩვენ ყველანი მოვდივართ განსხვავებული მუსიკალური სფეროდან, ამიტომ ჩვენი ხმა საკმაოდ ეკლექტიკურია. რატომღაც, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ დაინტერესებულნი დაგვეკონკრეტებინა მუსიკის რომელიმე ჟანრი, უბრალოდ, ვუკრავთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია და დანარჩენს უკვე მსმენელს მივანდობთ, ასე არაა?" - ამბობს ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი დიანა.

Dihaj -მა უკვე გაზარდა ცნობადობა და მხარდაჭერა მისი როგორც "ექსპერიმენტული პოპ ბენდი"-სა, მისი მძიმე და ძლიერი ხმის, პოსტ-როკ-გიტარა რიფების, ნახევრად აკუსტიკური დრამისა და ატმოსფერული ვოკლის დამსახურებით. 2014 წელს ბენდმა ჩაწერა სინგლი „I Break Again“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ცნობილი ჯაზ პიანისტ ისფარ სარაბსკისთან და დიანასთან თანამშრომლობით. 2015 წელს ჯგუფმა შეასრულა "Geceler Kechir", 90-იანების პოპ მუსიკა, რომელიც ცნობილი აზერბაიჯანული კომპოზიტორის ელდარ მანსუროვის მიერაა დაწერილი.

ბენდის სინგლი "Complain” (“საჩივარი") პირველი სიმღერაა მათი სადებიუტო ალბომიდან "T.E.O.S.S", რომელიც გამოვიდა 2017 წლის ივლისში. სპეციალური ვინილის გამოცემა, რომელშიც შედის "Complain” (“საჩივარი")  და " All Different Things„ „ყველა განსხვავებული რამ".  ასევე, Dihaj წარმოადგენდა აზერბაიჯანს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2017 წელს, სიმღერის სახელწოდებით "Skeletons" (ჩონჩხები“), რომელსაც კონკურსის დროს თან ახლდა თეატრალური ჩამუქებული სცენა, რამაც სიმღერას კონკურსზე დიდი გამოხმაურება მოუტანა.

2018 წელს Dihaj-მა გამოუშვა სინგლი "We Shall See Them Sometimes" რომლის შესრულებაშიც აზერბაიჯანული რეპერი Uran მონაწილეობს. აღნიშნული სიმღერა სოციალურ თემას ეხმაურება, ხოლოდ  ვიდეო ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას თხზავს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემემბი აქვს.

ბენდი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და ღონისძიებაში, მათ შორის "Women in Paradise” („ქალები სამოთხეში” - ამსტერდამი, ნიდერლანდები), "Kulturos Naktis" (ვილნიუსი, ლიტვა), " Caucasian Music Award Phoenix” („კავკასიური მუსიკის ჯილდო ფენიქსი" - თბილისი, საქართველო), " Eurovillage" („ევროსოფელი“ - კიევი, უკრაინა) და ა.შ.



შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

 

OneCaucasus Sponsors