TSU Gordela (Georgia)
TSU Gordela (Georgia)

ერთი კავკასია 2019: თსუ გორდელა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2019 წელს თსუ გორდელა კიდევ ერთხელ შემოუერთდება One Caucasus-ის ფესტივალს.

თსუ გორდელა არის ქართული ფოლკლორული ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ანსამბლის ხელმძღვანელი გახლავთ ვლადიმირ (თამაზ) მამალაძე. “თსუ გორდელა" ასრულებს პოლიფონიურ ხალხურ სიმღერებს, როგორც კაპელას და ასევე ინსტრუმენტების თანხლებით.

ჯგუფის წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ სიმებიან ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა: ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ლირი (ჩანგი), სალამური, ჩიბონი; ბარაბანი, ტამბური და გარმონი. ანსამბლი დროის ხანმოკლე პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული. გორდელა მრავალი მუსიკალური ფესტივალის ლაურეატია, რაც მეტყველებს ჯგუფის წევრების მაღალ პროფესიონალიზმზე.

გორდელამ უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა ფესტივალ „One Caucasus“-ში (2014 და 2017 წწ.). სენეგალელ მუსიკოს პაკო სართან ერთად (რომელიც ამჟამად ერთი კავკასიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და ორგანიზატორია) 2014 წელს მათ ერთობლივი ძალებით შექმნეს ერთი კავკასიის საუკეთესო და დაუვიწყარი მუსიკალური პროექტი, 2017 წელს კი ეს შედეგები გაიმეორეს Psip-Crew-სთან (პოლონეთი) ერთად.

გორდელა ტრადიციული კავკასიური ინსტრუმენტების უნიკალური კომბინაციაა, რომელიც მოიაზრებს ქართული ხალხური ფოლკლორული სულის აღმოჩენას და წარმოადგენს კავკასიაში ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შოუს.

ცოტა ხნის წინ, გორდელამ თავისი მუსიკალური მოღვაწეობის 10 წელი აღნიშნა. ამ წლების მანძილზე ჯგუფმა მოიპოვა გულშემატკივართა სიყვარული და მხარდაჭერა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. (ცოტა ხნის წინ გორდელა ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა საფრანგეთში). ქართული მუსიკის ტრადიციულ ფესვებთან ერთად - გორდელა განაგრძობს გულშემატკივრების ზრდას ახალი კომპოზიციებისა და მუსიკალური ინტერპრეტაციების მეშვეობით.

ასე რომ, არ გამოტოვოთ გორდელას ახალი ფანტასტიკური მუსიკალური პროექტი 2019 წლის ერთი კავკასიის ფესტივალის ფარგლებში.

შემოგვიერთდით 22 აგვისტოს ფესტივალის გახსნის ღამეს და გაატარეთ დაუვიწყარი დრო წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.