Poladauri Scouts’’ (Pioneers’) Camp will be transformed to Park of Arts and Science.
Poladauri Scouts’’ (Pioneers’) Camp will be transformed to Park of Arts and Science.

პროგრამა 'ერთიანი კავკასია' და ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის ადმინისტრაციასთან და სხვა სივრცის ფონდთან ერთად, ვიწვევთ საჯარო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არაფორმალურ მოძრაობებს მონაწილეობისთვის ორ-დღიან თანამონაწილეობით დაგეგმვის ვორქშოპზე, რომელიც მიეძღვნება ბოლნისის სოფელი ფოლადაურის მომავალ ხელოვნებისა და მეცნიერების პარკს.

ყოველ წელს One Caucasus ფესტივალის უნიკალური 'ქალაქი' იქმნებოდა მოხალისეთა საერთაშორისო (20 ქვეყანა) გუნდის მიერ - მათ შორის არქიტექტორები, არქიტექტურის სტუდენტები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან და ტუნისიდან. One Caucasus-ის დროებითი 'ქალაქი' იყო მაგალითი ეკონომიური, პრაქტიკული და კრეატიული არქიტექტურისა. ამ 'ქალაქის' ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო სივრცე, სადაც ადგილობრივი აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების სამხატვრო ნამუშევრები (რომელთაც მხარს უჭერდნენ One Caucasus-ის უცხოელი ტრენერები და ხელოვანები) გამოიფინებოდა.

ქვემო ქართლელი ახალგაზრდების კრეატიულობითა და ნამუშევრებით შთაგონებულებმა დავიწყეთ ფიქრი იდეაზე, რომელიც გულისხმობს ისეთი 'ქალაქის' შექმნას, რომელიც არა მხოლოდ მულტიდისციპლინური ფესტივალის მასპინძლობას შეძლებდა, არამედ იქნებოდა რაიმე უფრო მასშტაბური - იდეების ინტერდისციპლინური ლაბორატორია --ინკლუზიური და კრეატიული განათლების პლატფორმა.

სწორედ ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მოვახდინოთ ხელოვნებისა და მეცნიერების პარკის ინიცირება. ის იქნება სივრცე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მფლობელობაში და შეიქმნება სხვადასხვა მხრის ჩართულობით. პარკი იქნება ღია მთლიანი წლის განმავლობაში. ის ახალგაზრდებსა და ტრენერებს ქვემო ქართლიდან, რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შესთავაზებს ახალ ინსტრუმენტებს, პლატფორმას სამეცნიერო და სამხატვრო განათლებისთვის.

ფოლადაურის ხელოვნებისა და მეცნიერების პარკი
თანამონაწილეობითი დაგეგმვა

ოთხშაბათი, 20 ივნისი - ხუთშაბათი, 21 ივნისი

პირველი დღე (20 ივნისი) თბილისი, კაფე მეტისი (შავთელის ქუჩა  #8) 10:00-დან13:00 საათამდე ფუნქციების შემუშავების ვორქშოპის სესია
მეორე დღე (21 ივნისი): ფოლადაური სასწავლო ვიზიტი 10:00-დან 15:00 საათამდე* სივრცეების დაგეგმვის ვორქშოპის სესია 
*(ავტობუსით ტრანსპორტირება თბილისიდან (ვარდების რევოლუციის მოედანი) 10:00 გასვლა; დაბრუნება უკან თბილისში 15:00) 

 

One Caucasus-ის შესახებ
One Caucasus არ არის მხოლოდ ადგილი სადაც კავკასიელი ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეს არის რეალური პლატფორმა ერთობლივი შრომისა კონფლიქტის საზღვრებს მიღმა - არქიტექტურაში, განათლებაში, მუსიკაში, ხელოვნებასა და სხვა დისციპლინებში. One Caucasus-ის ფარგლებში შეიქმნა უამრავი ფილმი, ანიმაცია, თავგადასავალი და ინტერდისციპლინური აქტივობა 500-ზე მეტი ბავშვის მიერ ქვემო ქართლის აზერბაიჯანული, სომხური და ქართული სოფლებიდან. ეს აგრეთვე არის ადგილი სადაც 25 ახალ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტს ჰქონდა პრემიერა. One Caucasus-მა ასევე პირველად დანერგა თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პრაქტიკა კავკასიაში. ჩვენი სამუშაოების შედეგების სანახავად შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხი: www.youtube.com/OneCaucasus


თუ გსურთ მონაწილეობა, გთხოვთ გამოაგზავნეთ წერილი ელ-ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (სათაური: ფოლადაური) გთხოვთ მოგვწერეთ თქვენი სახელი, საკონტაქტო დეტალები, თქვენი ორგანიზაციის/ინსტიტუციის/მოძრაობის სახელი და ერთი წინადადებით აღწერა.


ბოლო ვადა: სამშაბათი, 19 ივნისი 2018 (16:00 თბილისის დრო).

 

 

 

OneCaucasus Sponsors