Pako Sarr

 

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და უნიჭიერესი მუსიკოსი: პაკო სარი

პაკო სარი არის პოლონეთში მცხოვრები სენეგალელი ცნობილი არტისტი,

ის წელს მეოთხეჯერ მიიღებს მონაწილეობას One Caucasus-ის ფესტივალზე. ეს ნიჭიერი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ცნობილია თავისი დამახასიათებელი ხმითა და გიტარაზე დაკვრის საოცარი ტექნიკით. ის მღერის ვოლოფზე (სენეგალური ენა), ინგლისურად და ფრანგულად. მისი სიმღერა აფრიკულ საწყისებსა და დასავლურ გავლენას უკავშირებს ერთმანეთს. ის აქტიური შემსრულებელია მსოფლიო სცენაზე აფრო, რეგის, სოულის და როკის ჟანრებში. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში, სადაც გამოდიოდა ქართულ ჯგუფებთან ერთად, როგორიცაა 33ა, ჩვენებურები, გორდელა და ზუმბალენდი.

პაკო სარი გახლდათ 2016 წლის One Caucasus-ის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი და მისი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ საოცარი მუსიკალური კოლაბორაციები. ის წელსაც ფესტივალის მუსიკალური დირექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო შთამბეჭდავ მუსიკალურ პროგრამას და განსაცვიფრებელ ქმნილებებს ვიხილავთ.

ამიტომ, შემოგვიერთდით 24-27 აგვისტოს საქართველოში, მარნეული, წერაქვი და ისიამოვნეთ პაკო სარის გასაოცარი მუსიკალური შესრულებით ჩვენ სხვა შემსრულებლებთან ერთად.