Masala Soundsystem @ One Caucasus 2017

წლევანდელ One Caucasus 2017-ს შემოუერთდება  Masala Soundsystem(პოლონეთი).ისინი არიან ნამდვილი ოსტატები მუსიკის სხვადასხვა ჟანრისა და კულტურის შერწყმაში. მათთვის და ეს იქნება დებიუტი მუსიკალურ პროექტში არა მხოლოდ One Caucasus-ზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეუერთდებიან Natig Rhythm Group-ს აზერბაიჯანიდან.

Masala Soundsystem არის მუსიკალური გაერთიანება ვარშავიდან. მათ 15 წლის მოღვაწეობის განმავლობაში გამოუშვეს 10 ალბომი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტს (ჰარდი-გარდი, არფა, სარანგი...) და ვოკალურ ტექნიკას (ყელით სიმღერა) მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან. დასარტყამის თანამედროვე  პარტიებით და ქუჩის პოეზიით ისინი შემოიტანენ პანკის განსაკუთრებულ ენერგიას და განწყობას One Caucasus 2017-ზე.

 

2002 წელს, პოლონელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და მოგზაურმა, მაქს ცეგიელსკიმ მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი ,ორიენტული  DJ კოლექტივი, სახელად Masala Soundsystem (Masala = ნაზავი). მათი მთავარი იდეა იყო ის, რომ შეესრულებინათ ფოლკლორით გაჟღენთილი კომპოზიციები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, და ამ გზით ეჩვენებინათ, რომ რასებსა და ეროვნებებს შორის განსხვავებულობა არ უნდა იწვევდეს მათ შორის კონფლიქტს, და გამხდარიყო მუსიკა, როგორც დიალოგის საშუალება მათ შორის. მათი ეს იდეა კი იდეალურად ეხმიანება One Caucasus-ის კონცეფციას. ისინი ცდილობენ ტრადიციულ მუსიკას ახალი სიცოცხლე შესძინონ. ბითბოქსი, გიჟური რიტმები, ენერგიული ელექტრონული მუსიკა და დინამიურად ზრდადი კულტურული მრავალფეროვნება (ანტიკური ხანიდან თანამედროვემდე) - ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც ისინი შემოგვთავაზებენ.

Masala Soundsystem-მა იქონია დიდი გავლენა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაზე, მათი მუსიკა ყოველთვის იპყრობდა მედიის ყურადღღებას, ხშირად შეხვდებით მათ მუსიკას რადიოში და ტელევიზორის ეკრანებზე არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

2003 წლის შემდეგ მათ დაუკრეს დაახლოებით 1000 კონცერტზე, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ  ფესტივალებზე, როგორიცაა  Heineken Open'er (პოლონეთი),Przystanek (ვუდსტოკი), Multi Kulti Festival (გერმანია), Cross Club  (ჩეხეთი), A38 (უნგრეთი).

2008 წელს, ალბომ 'Cały Ten Świat'-ს გამოსვლის შემდეგ,  ბობი ფრიქშენმა გააკეთა ინტერვიუ ჯგუფის წევრებთან ერთად BBC Asia-ზე

2011 წელს DJ Nihal-მ შეასრულა მათი 'As One'-ის  რემიქსი ('Inny Świat'-დან) BBC1-ის შოუში. 2004 წელს მათ მიიღეს  ანტი-ფაშისტების ჯილდო პოლონეთში.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომ ისიამოვნოთ ამ განსაკუთრებულად შთამაგონებელი მუსიკით. შემოგვიერთდით 24-27 აგვისტოს, წერაქვში,მარნეულში.

OneCaucasus Sponsors