სადაც არ უნდა იყოთ - შემოუერთდით ფესტივალს OneCaucasus/ერთიანი კავკასია 2019 !

22-25 აგვისტო, საქართველო, წერაქვი! ავტომობილი: თუ წერაქვში, გსურთ, ავტომობილით მისვლა, მაშინ უნდა გაიაროთ მარნეული - სადახლოს გზა (თბილისი-ერევანის მარშრუტი).

თუ მობრძანდებით თბილისიდან, უნდა გადაუხვიოთ მარჯვნივ შულავერში. წერაქვი მდებარეობს თბილისიდან 72 კმ-ის დაშორებით (1.5 სთ მანქანით). თუკი მოემართებით სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან (წითელი ხიდის გავლით) უნდა გადაუხვიოთ მარჯვნივ შულავერში. შულავერისა და რამდენიმე სოფლის გავლის შემდეგ მიადგებით წერაქვს, რომელიც სოფელი სიონის შემდეგაა. წერაქვში შემოსვლისთანავე დაინახავთ საკარვე ადგილს გზის მარჯვენა მხარეს.

Orkhan Efendi  (Azerbaijan)

მოდით გადავხედოთ One Caucasus 2019 წლის ფესტივალის შემდეგ მონაწილეს: Sahel Blues

Sahel Blues არის სენეგალურ-პოლონური ჯგუფი, რომლის წევრებმაც ერთმანეთი ვარშავაში გაიცნეს. ჯგუფში შედიან Pako Sarr (აკუსტიკური გიტარა, ვოკალი), Grzegorz Rytka (საქსოფონი) და Mamadou Diouf (djembe, ვოკალი).

Orkhan Efendi  (Azerbaijan)

მოდით გადავხედოთ "One Caucasus" ფესტივალის 2019 წლის კიდევ ერთ ბენდს - Orkhan Efendi (აზერბაიჯანი)

Orkhan Efendi არის მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც ქმნის მუსიკას, ძირითადად ბლუზის ჟანრში როკ-ენ-როლთან ერთად, ასევე ქმნის დივერსიფიცირებული ჟანრების კომბინაციას მათთან. იგი დიდი ხანია წერს მუსიკას და გამოდის სცენაზე მსმენელთა წინაშე (ძირითადად, 2014 წლიდან).

ორხანი უკრავს გიტარაზე, ბასსა და ფორტეპიანოზე, ასევე კარგად ფლობს დასარტყამ ინსტრუმენტებს. უფრო მეტიც, იგი თავისი სიმღერების ყველა ნაწილს თავად წერს.

 

One Caucasus - music is everywhere!

დადგა ყველკაზე მუსიკალური, აქტიური და სასურველი წლის პერიოდი, როდესაც მთელი მოთმინებით ველოდებით One Caucasus 2019 წლის პროგრამას, მთელი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით შექმნილს საერთაშორისო გუნდისა და ადგილობრივების მიერ.

  1. რაც ხდის One Caucasus ფესტივალს უნიკალურს არის დაუღალავი შრომით მიღწეული საბოლოო შედეგი, ფესტივალის საერთაშორისო შემოქმედებითი გუნდისა (განმანათლებლები, ხელოვანები, არქიტექტორები) და ადგილობრივების თანადგომით. მუსიკაშიც - ჩვენ უბრალოდ არ წარვადგენთ განსაკუთრებულ ბენდებს - ჩვენ ვიწვევთ მათ ერთად სამუშაოდ და საერთო საქმისა თუ იდეის განსახორციელებლად, რომ შევქმნათ ახალი მუსიკა One Caucasus ფესტივალზე წარსადგენად.
  2. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ მუსიკას და „მუსიკალური ინგრედიანტებით“ ვქმნით მულტიკულტურულ, არაჩვეულებრივ მუსიკას. არ გაუშვათ შანსი, გაახდეთ სხვა პროექტების მონაწილეც, რომლებზეც ზრუნავენ ჩვენი განმანათლებლები, არქიტექტორები და ხელოვანები.

გიწვევთ წერაქვში, 22-25 აგვისტოს One Caucasus ფესტივალზე. ფესტივალზე დასწრება და ტრანსპორტირება უფასოა. (ტრანსპორტი უზრუნველყოფილი იქნება როგორც თბილისიდან ისე მარნეულიდან) ასევე, გექნებათ შესაძლებლობა დაბანაკდეთ One Caucasus - ის უფასო საკარვე ზონაში.

 

  22 აგვისტო, ხუთშაბათი 23 აგვისტო, პარასკევი 24 აგვისტო, შაბათი 25 აგვისტო, კვირა

12:00 AM


სხვადასხვა აქტივობები One Caucasus - ის ქალაქში! სხვადასხვა აქტივობები One Caucasus - ის ქალაქში! სხვადასხვა აქტივობები One Caucasus - ის ქალაქში! სხვადასხვა აქტივობები One Caucasus - ის ქალაქში!
6:00 PM კონცერტი! კონცერტი! კონცერტი! კონცერტი!

 

მონაწილეობენ:

საკონტაქტო: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ-გვერდიwww.onecaucasus.org

 

პროექტი თანადაფინანსებული და მხარდაჭერილია მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამა "საჯარო დიპლომატია 2019" ფარგლებში, ვარშავის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს მიერ. ფესტივალს წარადგენს კომპანია “არემჯი”.

 

Red Carpet Band (Georgia)

მოხარული ვართ, რომ გაგიზიარეთ ''Red Carpet Band''- ის  ინტერვიუ.

 

მათი მუსიკალური გზა დაიწყო მარნეულის კულტურის ცენტრში (ქ. ბოლნისის მახლობლად), სადაც შესაძლებელია ისწავლოთ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ჯგუფის წევრები ამ ცენტრში ცალ-ცალკე გადიოდნენ გაკვეთილებს, ერთ დღეს ერთმანეთის გაცნობისა და  ცენტრში ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, დაიბადა ჯგუფის, მუსიკისა და ხელოვნების შექმნის შესანიშნავი იდეა და ისინი მარნეულის კულტურული ცხოვრების აქტიური ნაწილნი გახდნენ. ''Red Carpet'' (''წითელი ხალიჩა'') ქმნის პოპს, როკს, პოპ-როკ, ბლუზ მუსიკას.

 

 Nemra (Armenia)

Nemra (სომხეთი) One Caucasus-ს ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. Nemra წელს უკვე მეორედ წარსდგება One Caucasus ფესტივალის სცენაზე (ფესტივალზე მათი დებიუტი 2018 წელს შედგა)

NEMRA არის პლანეტა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, სძულთ ან უყვართ ერთმანეთი, გამოხატავენ თავიან ემოციებსა და ასევე შეიგრძნობენ მათ მუსიკის მეშვეობით. სახელი NEMRA უკავშირდება სახელ არმენს (Armen) - სომეხთა საერთაშორისო სახელიდან გამომდინარე. NEMRA - ს მუსიკა მოგვითხრობს ცხოვრების შესახებ, ცხოვრების არსისა და კონცეფციის შესახებ, მსოფლიოში არსებული პოზიტიური და ნეგატიური ფენომენის შესახებ, მსოფლიო მშვიდობოსა და სიყვარულის შესახებ. მათი მუსიკალური ისტორია დაიწყო შემთხვევით დაწერილი სიმღერების მეშვეობით. 2011 წელს ახალგაზრდა ენთუზიამით განწყობილმა ახალგაზრდებმა შექმნეს მუსიკალური ბენდი და ერთი წლის თავზე საერთო ოცნება იქცა NEMRA-ად. ბენდის წევრები არიან: Van Eghiazaryan, VaspurEghiazaryan, Marianna Karakeyan, Marek Zaborski.

 

Tchale (France/Togo)

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ Tchalé (საფრანგეთი / ტოგო) - One Caucasus  2019 წლის ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ჯგუფი.

ჯგუფი ასრულებს უნივერსალურ აფრო-ბლუსს (აფრიკული ბლუზი) - მუსიკას, რომელიც აღგვაფრთოვანებს, გვიყოლიებს თავის მელოდიებზე და ჩვენს შინაგან სამყაროს ეხმიანება. ჯგუფის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი - Tchalé - ქარის შვილია, რომელიც აფორიაქებს თავის მსმენელებსა და მოგზაურებს დასავლეთი აფრიკიდან ევროპის ჩათვლით, ამ ორ დიდ კონტინენტს, რომელთა შორისაც ჯგუფი ავრცელებს თავის მუსიკასა და შემოქმედებას.

Tchale აღმოცენდა იმ სამყაროში, სადაც მუსიკისა და ენის მრავალფეროვნება და გამოცდილება ყოველდღიურად მზარდია. ბენინი, ტოგო, დასავლეთ აფრიკა -  ოჯახურ ღონისძიებებში, ქუჩებში, სკოლებსა და ეკლესიებში, სადაც მუსიკა იდგავს ფესვებს.

Tchale-ის მელოდიებსა და სიმღერებში ჩანს სიყვარული სიცოცხლისადმი, ხალხისა და სამყაროს მიმართ.

Tchale-ის თითოეული მუსიკოსი არის გამორჩეულად უნიკალური თავისი პირადული მუსიკალური გამოხატვითა და მუსიკალური ვნებით, რომლებსაც საზღვრები არ გააჩნია.

 



შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

 

Dihaj - Azerbaijan

სიამაყით წარმოგიდგენთ One Caucasus 2019-ის კიდევ ერთ მთავარ შემსრულებელს Dihaj-ს, რომელიც წელს ჩვენს ფესტივალში უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას!

Dihaj ელექტრონული მუსიკის კოლექტივია ბაქოდან (აზერბაიჯანი), რომელიც 2014 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მას წარმოადგენდა ერთი ადამიანი, მოგვიანებით კი Dihaj გაფართოვდა და ბენდს დაემატა ანარი (გიტარა) და ალი (დასარტყამი, პერკუსია).

-„ჩვენ ყველანი მოვდივართ განსხვავებული მუსიკალური სფეროდან, ამიტომ ჩვენი ხმა საკმაოდ ეკლექტიკურია. რატომღაც, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ დაინტერესებულნი დაგვეკონკრეტებინა მუსიკის რომელიმე ჟანრი, უბრალოდ, ვუკრავთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია და დანარჩენს უკვე მსმენელს მივანდობთ, ასე არაა?" - ამბობს ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი დიანა.

Dihaj -მა უკვე გაზარდა ცნობადობა და მხარდაჭერა მისი როგორც "ექსპერიმენტული პოპ ბენდი"-სა, მისი მძიმე და ძლიერი ხმის, პოსტ-როკ-გიტარა რიფების, ნახევრად აკუსტიკური დრამისა და ატმოსფერული ვოკლის დამსახურებით. 2014 წელს ბენდმა ჩაწერა სინგლი „I Break Again“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ცნობილი ჯაზ პიანისტ ისფარ სარაბსკისთან და დიანასთან თანამშრომლობით. 2015 წელს ჯგუფმა შეასრულა "Geceler Kechir", 90-იანების პოპ მუსიკა, რომელიც ცნობილი აზერბაიჯანული კომპოზიტორის ელდარ მანსუროვის მიერაა დაწერილი.

ბენდის სინგლი "Complain” (“საჩივარი") პირველი სიმღერაა მათი სადებიუტო ალბომიდან "T.E.O.S.S", რომელიც გამოვიდა 2017 წლის ივლისში. სპეციალური ვინილის გამოცემა, რომელშიც შედის "Complain” (“საჩივარი")  და " All Different Things„ „ყველა განსხვავებული რამ".  ასევე, Dihaj წარმოადგენდა აზერბაიჯანს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2017 წელს, სიმღერის სახელწოდებით "Skeletons" (ჩონჩხები“), რომელსაც კონკურსის დროს თან ახლდა თეატრალური ჩამუქებული სცენა, რამაც სიმღერას კონკურსზე დიდი გამოხმაურება მოუტანა.

2018 წელს Dihaj-მა გამოუშვა სინგლი "We Shall See Them Sometimes" რომლის შესრულებაშიც აზერბაიჯანული რეპერი Uran მონაწილეობს. აღნიშნული სიმღერა სოციალურ თემას ეხმაურება, ხოლოდ  ვიდეო ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას თხზავს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემემბი აქვს.

ბენდი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და ღონისძიებაში, მათ შორის "Women in Paradise” („ქალები სამოთხეში” - ამსტერდამი, ნიდერლანდები), "Kulturos Naktis" (ვილნიუსი, ლიტვა), " Caucasian Music Award Phoenix” („კავკასიური მუსიკის ჯილდო ფენიქსი" - თბილისი, საქართველო), " Eurovillage" („ევროსოფელი“ - კიევი, უკრაინა) და ა.შ.



შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

 

ALLIANPLACE (Armenia)

 

მოხარულები ვართ წარვადგინოთ ჩვენი შემდეგი მუსიკალური ჯგუფი Allianplace სომხეთიდან, რომელიც წარსდგება One Caucasus 2019 წლის ფესტივალზე.

ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მუსიკალურმა ბენდმა შექმნა მუსიკა რამდენიმე ჟანრის მიმართულებით მათ შორის პოპ-მუსიკაში, ინდური როკისა და პოპ-როკის ჟანრში. ჯგუფი შეიქმნა 2018 წელს, რომელიც მიზნად ისახავს თავისი მუსიკის პოპულარიზაციას ორიგინალური და სულისჩამწვდომი მელოდიების შექმნის გზით, რაც საშუალებას აძლევს ხელოვანს გამოხატოს ყველა სახის ემოცია.

"ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა ეხმიანებოდეს თითოეულ ადამიანს, იყოს გასაგები, მგრძნობიარე და მისაღები მათთვის. გვსურს, ჩვენი მუსიკით ვთქვათ ჩვენი სიტყვა და შევქმნათ განწყობა, რომლებსაც ყოველდღიურად შეიგრძნობენ ადამიანები" - აღნიშნავენ ჯგუფის წევრები.

ბენდი მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში, როგორიცაა სევანის მუსიკის ფესტივალი და როკ-მუსიკის ფესტივალი. ცოცხალი შესრულება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და რჩება ბენდის ამოსავალ წერტილად. აღნიშნული მათ დაეხმარა სწრაფად მოეპოვებინა დასაყრდენი საზოგადოებაში და გაეზარდა მხარდამჭერები. ჯგუფის ძირითადი დებიუტი გახდა ჩანაწერი " What's Going ON“ („რა ხდება").

წარსული წლების მანძილზე, ბენდმა შექმნა სათავგადასავლო და მგრძნობიარე მუსიკის მიმდინარეობა, რომელიც მუდმივ ჟანრად დარჩა Allianplace - ის სამუსიკო მოღვაწეობაში.

ამიტომ, არ გამოტოვოთ ამ ნიჭიერი ადამიანების ცოცხალი შესრულება და გვესტუმრეთ წერაქვში 2019 წლის One Caucasus ფესტივალზე!

 

 

 


შემოგვიერთდით 22 აგვისტოს "One Caucasus"-ის გახსნის ღამეს და გაატარეთ შესანიშნავი დღეები წერაქვში - ახალი მუსიკალური ინიციატივების შექმნის საერთაშორისო ცენტრში.

                                                                                                     

 


     

 

TSU Gordela (Georgia)

ერთი კავკასია 2019: თსუ გორდელა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2019 წელს თსუ გორდელა კიდევ ერთხელ შემოუერთდება One Caucasus-ის ფესტივალს.

თსუ გორდელა არის ქართული ფოლკლორული ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ანსამბლის ხელმძღვანელი გახლავთ ვლადიმირ (თამაზ) მამალაძე. “თსუ გორდელა" ასრულებს პოლიფონიურ ხალხურ სიმღერებს, როგორც კაპელას და ასევე ინსტრუმენტების თანხლებით.

ჯგუფის წევრები უკრავენ უძველეს ქართულ ხალხურ სიმებიან ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა: ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ლირი (ჩანგი), სალამური, ჩიბონი; ბარაბანი, ტამბური და გარმონი. ანსამბლი დროის ხანმოკლე პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული. გორდელა მრავალი მუსიკალური ფესტივალის ლაურეატია, რაც მეტყველებს ჯგუფის წევრების მაღალ პროფესიონალიზმზე.

გვერდი 1 სულ 3