Huntertones


არის ენერგიული, ჰორნ-დრაივენ ბენდი , რომელიც დაარსდა კოლუმბიაში (აშშ)  და ამჟამად ისინი ბრუკლინში (ნიუ-იორკი)  მოღვაწეობენ. ბენდის შემოქმედებითი და ორიგინალური კომპოზიციები  ჯაზ მუსიკის, ფანკის, სოულის, ჰიპ-ჰოპის, R&B, როკის არანჟირებით იქმნება -  ეს ყველაფერი შექმნილია ბენდის სოლისტის მიერ .
ბენდის წევრები։ Dan White (საყვირი, საქსოფონი), Jon Lampley (საქსოფონი), Chris Ott (ტრომბონი/ბით-ბოქსი), John Hubbell (დრამი), Adam DeAscentis (ბასი), Josh Hill (გიტარა).

 

 

REGGAEON

One Caucasus-ის ფესტივალის სცენაზე, საუკეთესო ქართული რეგის შემსრულებლების  დებიუტი შედგება. ისინი ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად შექნიან რეგის ყველაზე გრანდიოზულ ორკესტრს კავკასიაში.  ბენდის წევრები არიან : ლაშა ნოზაძე (ვოკალი, ბენდის ლიდერი) , ლაშა სხილაძე (დრამი) , ლევან მიქაბერიძე (ბასი), ვახტანგ თევზაძე (პიანინო) აჩიკო ციმაკურიძე(სოლო გიტარა) დავით ხიდაშელი (საქსაფონი) ,ნოდარ კორკიტაძე (საყვირი), ნიკა წერეთელი (ხმის რეჟისორი)

 

PAKO SARR

პაკო სარი აღიარებული არტისტია სენეგალიდან, რომელიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეს ნიჭიერი მომღერალი, პროდიუსერი და კომპოზიტორი, ცნობილია აგრეთვე თავისი უნიკალური ხმითა და არაჩვეულებრივი გიტარის ტექნიკით. ის მღერის ინგლისურ, ფრანგულ და სენეგალურ ენაზე.  მისი სიმღერები აერთიანებს აფრიკულ და დასავლურ მოტივებს. ის აქტიურია მსოფლიო მუსიკალურ სცენაზეც, აფრო, რეგი, სოულ და როკ სტილის მიმდევარია.

 

SKADYKTATOR


ხელოვანი, მუსიკოსი და თეატრის რეჟისორი. მისი მუსიკა ტრადიციული, იამაიკური სკა-ჯაზია, რომლის რიტმებს  შეუძლია ყველასა და ყველაფერის ამოძრავება. SKADYKTATORის მუსიკა  ათავისუფლებს გონებასა და სულს, ყველაფერს სკა-ს ემოციასა და რიტმში აერთიანებს. მისი ბენდი"Cosmic Combo"  შედგება საუკეთესო მუსიკოსებისგან, რომელთაც მესამე თვალი აქვთ განვითარებული.

 

 ჩვენებურები


ჩვენებურები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი , ქართველ მომღერალ მამაკაცთა ანსამბლი, რომლის სპეციალიზაციაა ტრადიციული ვოკალური პოლიფონია აკომპანიმირებული ტრადიციული ინსტრუმენტებით. ჯგუფის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა „მუსიკალურ ოჯახებს“ სხვადასხვა ქართული რეგიონიდან, ამის შედეგი კი სტილების არაჩვეულებრივი მიქსია. წარმოდგენის დროს, მუსიკის გარდა ჯგუფი წარმოადგენს ქართულ ცეკვებსა და ტანსაცმელს, ხშირ შემთხვევაში ასეთი წარმოდგენები მაყურებელთა მონაწილეობასაც გულისხმობს. ჩვენებურების კონცერტი არის ძალიან ემოციური, რომელსაც  მუსიკით ცრემლებიდან მედიტაციით ნამდვილ მხიარულებამდე მიყავხართ. 

 

LELOCITY

სომხური ანდერგრაუნდ ბენდი, რომელიც წარდგება One Caucasusფესტივალის სცენაზე. ბენდი თავისი შემოქმედებითი პროცესი დაიწყო ლოს-ანჯელესში, იმ დროს როცა ბენდის წევრები- ერიკი და ლელო საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და გამოცდილებას იღებდნენ.სომხეთში დაბრუნების შემდეგ, ისინი ჩამოყალიბდნენ , როგორც ბენდი  და დაიწყეს იმის დაკვრა, რასაც თავადვე წერდნენ. ისინი თავისიენერგიული და გასართობი შოუებით არიან ცნობილი. მათი მუსიკა მრავალფეროვანია და მოიცავს მრავალ სტილს,  ფან როკიდან დაწყებული ალტერნატიული როკით დამთავრებული. ბენდი სომხეთში ჩატარებულ ყველა დიდ ფესტივალზე იღებს მონაწილეობას და გარდა ამისა, 2015 წელსისინი კავკასიის ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების ფესტივალის სპეციალური სტუმრები იყვნენ.

 

THE FIRST CAUCASUS BATUCADA

ბენდი, რომლის ლიდერიც მიკი ვიელეცკია, ისეთ მუსიკალურ საკრავებზე უკრავს, როგორიცაა კონგა, ბონგო, რეპიკუე, კაჯონი და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები. მათი მუსიკა კუბურ და აფროკუბულ, ბრაზილიურ, სალსურ და ლათინო-ჯაზურ სტილშია. მიკი 40-მდე ალბომისა დაფილმების საუნდტრეკების ავტორია. ფესტივალის დროს იგი წარმოადგენსპირველ ბატუკადასკავკასიაში.

 


ACHOD PAPASIAN

პარიზში დაბადებული და გაზრდილი არტისტია, ფრანგულ/ამერიკული ფესვებით.საფრანგეთში ცხოვრების დროს ის უკრავდა ნახევრად-პროფესიონალურჯგუფებში.  2 წლის წინ იგი გახდა მუსიკალურიგაერთიანების დრამერი. ისინი  იმპროვიზირებენ კრაუტ როკისა და კინგ კრიმსონის სტილში. 2016 წლიდან ის „მანუსკრიპტის“ დრამერია (ალტერნატიული როკ-ბენდი სომხურ-ინგლისური ტექტებით და „ჰენდრიქსის“ ბენდის ქავერებით)



DUCKTAPE


ქართული პანკ როკ ბენდი, რომელიც 2012 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის წევრები: ლუკა გორგოძე (გიტარა, ვოკალი) გივიკო გაბუნია (ვოკალი), მიკა ცვერავა (ბას გიტარა) გიორგი ხვიტია (გიტარა) , დისენტერი გერი (დრამი)

 

1243K


არის მულტინაციონალურიინდური როკ ბენდი , რომელიც ჩამოყალიბდა ერევანში. თავდაპირველად, ჯგუფი ელექტრონული მუსიკის ჟანრში მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ელექტრო მუსიკისა და პიანინოსჟღერადობის შერწყმას ახდენენ. ბენდის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა, ამჟამინდელი შემადგენლობა კი ასეთია: არმინე გაზარიანი (გიტარა, ვოკალი)  და კარინა ვანი (კლავიში და ვოკალი). მათი სიმღერები სოციალური თემატიკისაა, რომელიც მოქცეულია სომხურ კონტექსტში.

 


AHMEDOWSKY TRIO

ბენდი ჩამოყალიბდა ბაქოში (აზერბაიჯანი) ისინი უკრავენ ჯაზს, ფოლკს, მუღამ ჯაზს, ჯაზ როკს, ავანგარდს, ბლუზი. ამჟამად ისინი მუშაობენ ალბომზე „Sketches of Vagif“-ფოლკ ჯაზი, მუღამ ჯაზი და ეისიდ ჯაზი. ბენდი შედგება სამი მუსიკოსისგან:გიტარისტი და ფრონტმენი-ბაბეკ აჰმედოვსკი, დრამერი-ხუდაიტ აჰმედოვსკი, ბასისტი-რაფაელ კადიროფი.