გახდი One Caucasus 2020-ის თანაშემქმნელი

ეს არის საერთაშორისო მოხალისეობის პროგრამის მე-7 მოწვევა.

One Caucasus ფესტივალის შესახებ
One Caucasus ფესტივალი არ არის მხოლოდ ადგილი სადაც ახალგაზრდები მთელი კავკასიის რეგიონიდან ხვდებიან, არამედ ეს არის ნამდვილი პლატფორმა ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობისა კონფლიქტური მხარეებიდან. ყოველ წელს ახალგაზრდები კავკასიიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან ერთობლივად მუშაობენ მიზანზე ორიენტირებულ გუნდებში სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის: მონაწილეობითი არქიტექტურა და მშენებლობლობა, არაფორმალური განათლება, მუსიკა, ხელოვნება და სხვა. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე დიდი ან ძვირადღირებული ღონისძიება. ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი, პროფესიონალური უნარები და წარმოსახვა, რათა შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და ინკლუზიური ფესტივალი. ქვემო ქართლის რეგიონში One Caucasus პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ათეულობით ფილმი, ანიმაცია, მოთხრობა და ინტერდისციპლინური აქტივობა 1000-ზე მეტი ბავშვის მიერ ქართული, სომხური, და აზერბაიჯანული სოფლებიდან. 2014 წლიდან მუსიკალური პროგრამის ფარგლებში კი შეიქმნა 32 საერთაშორისო მუსიკალური პროექტი. One Caucasus-მა ასევე წამოიწყო კავკასიაში პირველი მონაწილეობითი ბიუჯეტი. იხილეთ ჩვენი არხი YouTube-ზე www.youtube.com/OneCaucasus .

სოლიდარობის გზავნილი მარნეულელებს და ბოლნისელებს

ჩვენ ერთნი ვართ! ერთიანი კავკასიის ოჯახი, სალამს ვუძღვნით ჩვენს მეგობრებს ქვემო ქართლში. მარნეულის, ბოლნისის და ყველა ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლები, უკვე 6 წელზე მეტია,  ფესტივალის თანაშემქმნელები და მხარდამჭერნი არიან.

გვერდი 2 სულ 2

OneCaucasus Sponsors