გახდი One Caucasus 2020-ის თანაშემქმნელი

ეს არის საერთაშორისო მოხალისეობის პროგრამის მე-7 მოწვევა.

One Caucasus ფესტივალის შესახებ
One Caucasus ფესტივალი არ არის მხოლოდ ადგილი სადაც ახალგაზრდები მთელი კავკასიის რეგიონიდან ხვდებიან, არამედ ეს არის ნამდვილი პლატფორმა ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობისა კონფლიქტური მხარეებიდან. ყოველ წელს ახალგაზრდები კავკასიიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან ერთობლივად მუშაობენ მიზანზე ორიენტირებულ გუნდებში სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის: მონაწილეობითი არქიტექტურა და მშენებლობლობა, არაფორმალური განათლება, მუსიკა, ხელოვნება და სხვა. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე დიდი ან ძვირადღირებული ღონისძიება. ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი, პროფესიონალური უნარები და წარმოსახვა, რათა შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და ინკლუზიური ფესტივალი. ქვემო ქართლის რეგიონში One Caucasus პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ათეულობით ფილმი, ანიმაცია, მოთხრობა და ინტერდისციპლინური აქტივობა 1000-ზე მეტი ბავშვის მიერ ქართული, სომხური, და აზერბაიჯანული სოფლებიდან. 2014 წლიდან მუსიკალური პროგრამის ფარგლებში კი შეიქმნა 32 საერთაშორისო მუსიკალური პროექტი. One Caucasus-მა ასევე წამოიწყო კავკასიაში პირველი მონაწილეობითი ბიუჯეტი. იხილეთ ჩვენი არხი YouTube-ზე www.youtube.com/OneCaucasus .

One Caucasus ფესტივალი COVID-19-ის კონტექსტში
გლობალური პანდემიის ამ კრიზისულ ვითარებაში ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, პირადად შევხვდებით თუ არა სოფელ წერაქვში 2020 წლის აგვისტოში. თუმცა, ჩვენ ვიცით ის, რომ წელს ვაპირებთ პროგრამის და ფესტივალის გაგრძელებას. ჩვენი სამუშაოები მოიცავს კრეატიულ განათლებას, ინტერდისციპლინურ და მულტიმედიურ ხელოვნებას, მონაწილეობით არქიტექტურას, მრავალენოვან პოპულარიზაციასა და გაცნობას, კვლევასა და დოკუმენტაციას, გასტრონომიასა და ლოგისტიკას, დაბოლოს: ჟანრთაშორის და საერთაშორისო მუსიკას. ყოველწლიურად, თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში, ჩვენ ვმუშაობთ ადგილზე საქართველოში, თუმცა ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ ონლაინ რეჟიმში.

ივნისში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ფორმატით გაიმართება One Caucasus 2020 –  მაგრამ მაშინაც კი, თუ ჩვენ დაგვჭირდება  გადავიტანოთ ძირითადი აქტივობები ონლაინ - გარწმუნებთ, რომ ფესტივალი ორიენტირებული იქნება პროგრამის მასპინძელ მარნეულისა და ქვემო-ქართლის რეგიონის ადგილობრივ კონტექსტზე.

ასე რომ, ამჯერად გვინდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც არამარტო ჩვენთან ერთად იმუშავებენ  წერაქვში, არამედ ისინიც, რომელთაც სურთ ჩართვა ონლაინ სამუშაო ჯგუფებში.

მოხალისეები ქმნიან გუნდებს, რომლებიც ამ ფესტივალს უნიკალურ მოვლენად აქცევს. One Caucasus წელს იმუშავებს 5 გუნდად:

1. ვორქშოპის გუნდი (განათლება და ხელოვნება)
2. მონაწილეობითი არქიტექტურისა და მშენებლობის გუნდი
3. ფესტივალის ინფორმაციის, პოპულარიზაციისა და დოკუმენტაციის გუნდი
4. სამზარეულო ერთი კავკასიის გუნდისთვის
5. ლოჯისტიკისა და ორგანიზაციის დამხმარე გუნდი

ამ ფორმის შევსებით, თქვენ გაქვთ შანსი შეუერთდეთ ერთი – ერთი ყველაზე შთამაგონებელი მოხალისეების საერთაშორისო გუნდს.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 7 ივნისი, 2020 წ

თუ ადგილზე შევხვდებით - თბილისში 11 აგვისტოს შევიკრიბებით და ერთად გავემგზავრებით წერაქვში. ფესტივალის დღეებია 27-30 აგვისტო.

რესურსები:

 

პროექტი "ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია" თანადაფინანსებულია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში და პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.

OneCaucasus Sponsors