Red Carpet Band (Georgia)
Red Carpet Band (Georgia)

მოხარული ვართ, რომ გაგიზიარეთ ''Red Carpet Band''- ის  ინტერვიუ.

 

მათი მუსიკალური გზა დაიწყო მარნეულის კულტურის ცენტრში (ქ. ბოლნისის მახლობლად), სადაც შესაძლებელია ისწავლოთ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ჯგუფის წევრები ამ ცენტრში ცალ-ცალკე გადიოდნენ გაკვეთილებს, ერთ დღეს ერთმანეთის გაცნობისა და  ცენტრში ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, დაიბადა ჯგუფის, მუსიკისა და ხელოვნების შექმნის შესანიშნავი იდეა და ისინი მარნეულის კულტურული ცხოვრების აქტიური ნაწილნი გახდნენ. ''Red Carpet'' (''წითელი ხალიჩა'') ქმნის პოპს, როკს, პოპ-როკ, ბლუზ მუსიკას.

 

„ჩვეულებრივ, ჩვენ ვმუშაობთ მუსიკაზე, რომელიც გვიყვარს და რომელიც პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ჩვენ მოხარულები ვართ ერთად მუშაობით და ვქმნით მუსიკას, რომელიც ხალხს აბედნიერებს ”, - აღნიშნა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.


One Caucasus: ადვილი იყო დიდ სცენაზე მუშაობის დაწყება? რა სახის სირთულეებს გადააწყდით თქვენი მუსიკალური გზის დასაწყისში?

 

Red Carpet Band: დასაწყისი საკმაოდ რთული იყო, რადგან ყველას გვქონდა გარკვეული შიში სცენაზე დგომის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იწყებ დიდ პროექტებში მონაწილეობას. დროთა განმავლობაში შევეჩვიეთ გაგვეზიარებინა ჩვენი წილი მუსიკა საზოგადოებისათვის. ძალიან გვსიამოვნებს ოვაციებისა და ტაშის ხმა, როდესაც სცენაზე ვდგავართ. გვიყვარს, როგორ მღერიან ჩვენთან ერთად, როგორ ცეკვავენ, და ბედნიერები არიან, როდესაც გვისმენენ. ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი სიამოვნებით გავაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს.

 

"Red Carpet’’ უკვე მესამედ მონაწილეობს One Caucasus ფესტივალში!

 

One Caucasus: რა მოაქვს One Caucasus ფესტივალში მონაწილეობას?

 

“Red Carpet’’: One Caucasus - ის სცენა და ფესტივალი თავად არის ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ თავისუფლება, სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, მხარდაჭერა და მრავალი სხვა კარგი გრძნობა. როდესაც ფესტივალის სცენაზე ვუკრავთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სტუმრები გვისმენენ და სიამოვნებას იღებენ ჩვენი შემოქმედებით. ფესტივალი ყველა ადამიანს გვასწავლის, თუ როგორ უნდა იყოს მეგობრული სხვადასხვა კულტურის ადამიანთან და რამდენად სასიამოვნოა საკუთარი საქმიანობისა და შემოქმედების გაზიარება სხვებისათვის. სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხედავ, რომ ადამიანები ნამდვილად იღებენ სიამოვნებას ჩვენი შემოქმედებიდან და ესმით, რომ მსმენელებისათვის ვიხარჯებით!

 

 

 

 

 

 

OneCaucasus Sponsors