Natig Rhythm Group @ One Caucasus 2017 ნათიგ რითმ გრუფი @ One Caucasus 2017
Natig Rhythm Group

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქვეყნოდ ცნობილი ნათიგ რითმ გრუფი მიიღებს მონაწილეობას One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალზე. ნაღარის უდიდესმა შემსრულებელმა კავკასიიდან, ნათიგ შირინოვმა გარდატეხა მოახდინა ნაღარაზე შესრულების ტექნიკაში, რამაც ის აზერბაიჯანის პირველ რითმულ კომპოზიტორად აქცია. ის 1999-2007 წლებში  ალიმ ქასიმოვის ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიო ტურნეებში, ახლა კი ნათიგ რითმ გრუფთან ერთად  შეგვისრულებს ენერგიულ წარმოდგენებსა და ინოვაციურ კომპოზიციებს.

2017 წლის One Caucasus-ის ფესტივალზე ნათიგ რითმ გრუფი (10 კაციანი ბენდი) ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყნის და ჟანრის მუსიკოსებთან.  ასე რომ, გარდა კავკასიური ცოცხალი მუსიკისა გვექნება სხვა საერთაშორისო მუსიკალური პროექტების პრემიერებიც.

ნათიგ შირინოვი რითმით დაიბადა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანული რითმული მუსიკის ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებაში, რამაც ხელოვნების ახალი მიმართულებები შთააგონა. მან გარდატეხა მოახდინა დასარტყამი ინსტრუმენტების შესრულების ტექნიკაში. 1984 წელს, 9 წლის ასაკში ნათიგმა ნაღარაზე დაკვრის შესწავლა დაიწყო აზერ ალიევთან ტოფიგ ისმაილოვის სამუსიკო სკოლაში. წლიდან წლამდე ის აუმჯობესებდა დაკვრის ტექნიკასა და ცოდნას. 24 წლის ასაკში მან ალიმ ქასიმოვისგან (მუგამის ხელმძღვანელისგან) მიიღო მოწვევა მისი პროფესიული კარიერის წამოსაწყებად. 1999-2007 წლებში მან ჯგუფთან ერთად მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა: შეერთებულ შტატებში, ინგლისში, იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, ირანში, მაროკოში, რუმინეთში, ჩინეთში, პოლონეთში, კორეაში, რუსეთსა და  სერბიაში. ტურნეების დროს ნათიგზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისირლი აჰმეტის დაბუკას ოსტატისა და ზაკირ ჰუსაინის ტაბლას ოსტატის რევოლუციურმა შესრულებამ. მან  ნაღარასთვის ახალი რითმების შექმნა დაიწყო.

 

2001 წელს მან ჩამოაყალიბა ,,ნათიგ რითმ გრუფი“ , რომელიც 5 შემსრულებისგან შედგებოდა. ნაღარის გარდა, მან ჩართო სხვა ძველი აზერბაიჯანული ინსტრუმენტები როგორიცაა ზურნა, ბალაბანი და ტუტეკი (სასტვენი ფლეიტა). 2002 წელს  ახალი რითმების ძიებაში მან შეისწავლა ტაბლაზე დაკვრა მოსკოვში, ინდოეთის საელჩოში და დაიწყო აზერბაიჯანული და მსოფლიო რითმების შერწყმა.

ნათიგმა 2004 წელს ჩაწერა თავისი ალბომი ,,ჩემი სამყარო“, ხოლო 2006 წელს ,,ჩემი სამყარო 2“. მან ალბომს დაუმატა სხვადასხვა ტიპის ნაღარის კომპოზიციები: ზურნის, ბუკის, დოვულის, კუტის, ქოპუზლუს, ქოშას, ზანგისა და ზილის. ტრადიციული აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის გავლით თავის კომპოზიციებში მან შეიტანა ახალი მიმართულებები და რითმები. ნათიგმა და ნათიგ რითმ გრუფმა მონაწილეობა მიიღეს მრავალ ინტერნაციონალურ ფესტივალში (ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, მალაიზია, მაროკო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი და ტაივანი) და არაერთხელ დაჯილდოვდნენ.

2008 წელს ნათიგ რითმ გრუფმა სახელმწიფო ცეკვის ანსამბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის კონკურსის მხარდასაჭერი კონცერტის გახსნაზე აზერბაიჯანში, თურქეთსა და სერბიაში. 2011 წელს ნათიგმა და ნათიგ რითმ გრუფმა მიიღო გრან პრი გაუმსანის მსოფლიო დასარტყამი ინსტრუმენტების  წარმოდგენების ხელოვნების ფესტივალზე. ორი წელი მიყოლებით  ნათიგ რითმ გრუფი მონაწილეობდა როიალ ბელუმის მსოფლიო ბარაბნების ფესტივალზე მალაიზიაში (2011/2012). 2012 წელს ნათიგ რითმ გრუფი გამოდიოდა ევროვიზიის კონკურსის გახსნისა და დახურვის კონცერტებზე აზერბაიჯანში.

2012 წელს ნათიგ რითმ გრუფმა სუპერვარკვლავ Rihanna-ს კონცერტი გახსნა ბაქოში, აზერბაიჯანი. 2012 და 2014 წლებში ნათიგი მონაწილეობდა და მასტერკლასებს ატარებდა მონროს ჯაზ ფესტივალზე შვეიცარიაში. ნათიგ რითმ გრუფი 2015 წელს მონაწილეობას იღებდა პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიალში.

 

 

OneCaucasus Sponsors