Vishup Ensemble @ One Caucasus 2017 ვიშუპ ანსამბლი @ One Caucasus 2017
Vishup Ansamblı

 მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ One Caucasus ფესტივალს სომხური ხალხური მუსიკალური ანსამბლი ვიშუპი შემოუერთდება.


როგორც მოხდენილი მდინარე ავსებს და მუდმივად გარდაქმნის მის შემოგარენს, ასევე ვიშუპის ანსამბლი მიიკლაკნება სომხური ისტორიის ეპოქებში, ყოველი მოხვევისას აზვირთდება და შემდეგ მილივლივებს მითების, პოეზიისა და მეტაფიზიკის სამფლობელოებიდან სამხიარულო სიმღერასა და გლეხკაცის ღიღინამდე.

ვიშუპი დაარსდა სომხეთში ვოკალისტის, გიტარისტისა და ფლეიტისტის, ცნობილი სომხური ჯგუფის ბამბირის წევრის არიკ გრიგორიანის მიერ. 2015 წელს, როდესაც არიკმა დრამერებთან ედუარდ ჰარუთინიანთან და ჰაიკ კარაპეტიანთან დაიწყო მუშაობა, მათ „არიკ ბამბირ პროჯექტი” ერქვათ. 2016 წელს პროექტმა გადაინაცვლა ლოს-ანჯელესში და ბენდს შეემატა ჯგუფის ახალი წევრები, მათ შორის, ვოკალისტი და პიანისტი არენი აგბაბიანი, ჩელისტი არტომ მანუკიანი და დრამერი ვარდან დუვენჯიანი. შემდეგ ის დაბრუნდა სომხეთში სხვა მუსიკოსებთან ერთად ლევონ არაქელიანთან და ქრისტიან ეღაზარიანთან ერთად და მათ შეუერთდა ამალია ჰაკობიანი.

 

ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც თავდაპირველ მატერიალურ ასევე არტ-ისტორიულ ოდას. მიწიერსა და არამიწიერს შორის გამოკიდული , ვიშუპის მუსიკა მართულია არიკ გრიგორიანის დამამშვიდებელი ტემბრით. მასში ოსტატურად არის ჩაქსოვილი ჩუმი თუმცა ძარღვიანი ფლეიტის, გიტარისა და დოლის ხმის ტექსტურა. ვიშუპის ორიგინალური კომპოზიციები და ინტერპრეტაციები აღმოცენდება არამარტო ექსპერიმენტის საფუძველზე, არამედ ჰაერში მონავარდე თავისუფლებაზე, ფართოდ გაშლილ პერსპექტივებზე, სადაც ცეცხლოვანი თუ ამაღლებული მეფობს ყველაფერზე. ბოლოს და ბოლოს ვიშუპი სომხურად დრაკონს ნიშნავს

არიკ ბამბირ გრიგორიანი არის როგორც კლასიკოსი მუსიკოსი ასევე მასწავლებელი და საგუნდო დირიჟორი. ის არის სომხეთში აღიარებული ბამბირის მუსიკალური კოლექტივის წევრი, სადაც ის გულმოდგინედ მოღვაწეობდა როგორც კომპოზიტორი, ფლეიტისტი და ვოკლისტი.

 

OneCaucasus Sponsors