One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალის მუსიკალური ზონა

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus ფესტივალის შემსრულებლებისა და ბენდების პროგრამა.

Jrimurmurner  - „ჯრიმურმურნერ“

,,ჯრიმურმურნერ“ - უჩვეულო მელოდიები, უნიკალური და ზოგ შემთხვევაში უცნაური ტექსტები... ანნამ და ჰოლიმ თავისი ექსპერიმენტული ბენდი 2015 წელს ჩამოაყალიბეს, შემდეგ მარი და ანი შეურეთდნენ ცოცხალ წარმოდგენებს. ჯგუფის წევრების შთაგონების წყარო პოსტ-პანკი, სინთ-პოპი და ელექტრონული მუსიკაა. მათი სიმღერების მოსმენისას თქვენ შენიშნავთ საინტერესო ინსტრუმენტალურ მელოდიებს, რომლებიც კომპიუტერული პროგრამის მიერ არის შექმნილი. ისინი უკრავენ მხოლოდ გიტარაზე, ბას გიტარასა და პიანინოზე.

 


Yogaddin – „იოგადდინ“

სულის მუსიკოსი საიდ იზმაილზადა ბაქოდან (აზერბაიჯანი) ცნობილია როგორც მისტერ ბედნიერება. ის იყენებს მის ვიოლინოსა და ვოკალურ უნარებს უჩვეულო მელოდიების შესაქმნელად. მისი შთაგონების წყარო მედიტაციური მუსიკა და იოგაა, რამაც მისი უნიკალური სტილი შექმნა. მისი სიმღერები ადამიანურ სულთან ახლოსაა და ამშვიდებს მას.

Nick Infest – „ნიკ ინფესტ“

ქართული ჯგუფის „ნიკ ინფესტის“ მუსიკა შთაგონებულია ელექტრონული მუსიკით, რომელიც გამომდინარეობს  ტრადიციული ამბიენტური მუსიკიდან (მუსიკალური ჟანრი, რომელიც ხაზს უსვამს ტონს და ტრადიციული მუსიკალური სტრუქტურა ან რიტმი აქვს). ნიკ ინფესტი 2008 წელს შეურთდა ქართულ  ფსიქოდელიურ საზოგადოებას და დაიწყო პატარა ფსიქოდელიური (მუსიკალური სტილი, რომელიც 1960-იანი წლების პოპულარული მუსიკალური სტილებისა და ჟანრების გავლენას განიცდის) პარტიების  შესრულება საქართველოში და ამასთან ქმნიდა ატმოსფერულ მუსიკას.

Ahmedowsky Trio – „ახმედოვსკი ტრიო“

ახმედოვსკი ტრიო არის ახალგაზრდული ექსპერიმენტალური ბენდი, რომელიც აერთიანებს ჯაზს, ფიუჟენს, ნეო-პანკს და ამბიენთ მუსიკალურ ჟანრებს. მათი არსებობის ორი წლის მანძილზე ისინი მონაწილეობდნენ არაერთ ღონისძიებაზე კავკასიის ფარგლებში. წელს ახმედოვსკი ტრიომ გამოაქვეყნა თავისი პირველი მუსიკალური ალბომი სახელად ,, ვაგიფის ჩანახატები“ მიძღვნილი აზერბაიჯანული ჯაზის კულტისადმი ვაგიფ მუსტაფაზადეჰისადმი.

 

Les Gardiens du Silence – „ლე გარდიანს დე სილანს“ (სიჩუმის მცველები)

ლე გარდიანს დე სილანს არის აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში, დაფუძნებული საერთაშორისო მუსიკალური ბენდი, რომელიც ჩამოყალიბდა 2015 წელს. მათ კომპოზიციებში უამრავი საკრავი იკვეთება, როგორიცაა ნეი,  უდი, ჯემბე, ფისჰარმონია, კელტური არფა, დიდჯერიდო, მრიდანგამი, თარი, ჰაპი დოლი, ვარგანი და მრავალი სხვა. ექვსი მუსიკოსი ექსპერიმენტირებს მელოდიურ კომბინაციებს და მსოფლიო კულტურებს ერთ სცენაზე უყრის თავს.

Kanudosi – „კანუდოსი“

ჯაზ ბენდი კანუდოსი არის პატარა ქალაქიდან გორი, საქართველო, ჩამოყალიბდა 2005 წელს ნიკოლოზ ღვინიაშვილის მიერ. ბენდის სახელი მომდინარეობს გურამ დოჩანაშვილის რომანიდან და წარმოადგენს სიკეთისა და თავისუფლების ქალაქს. კანუდოსმა რამდენიმე სოლო კონცერტი გამართა  და მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში.

 

 

 

 

OneCaucasus Sponsors